ნიკა კვეკვესკირი: "ჩიხურას" ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს და იმედია ბიჭები "ფოლას" ბარიერს გადალახავენ

AutoSharing Option
კოსტანაის "ტობოლის" ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა Sportall.ge-სთან "ჟენეს ეშთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა, ისეთი როგორსაც ველოდით. ბოლო დროს ლუქსემბურგული ფეხბურთი ძალიან ვითარდება და კლუბებიც წინ მიიწევენ. ჩვენთან შეხვედრაში მოწინააღმდეგე უმეტესად თავს იცავდა და გაგვიჭირდა ასეთი დაცვის წინააღმდეგ თამაში. გვქონდა მომენტები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე "ასპროცენტიანი" იყო. აი, მეტოქემ ბევრი ვერაფრის შექმნა ვერ მოახერხა.

საპასუხო შეხვედრაში კი, ჩვენი შეცდომები უნდა გამოვასწოროთ. მჯერა ჩემი გუნდის, ვიცი, რომ უფრო მწვავედ შეტევა შეგვიძლია. წარმატებაში თითქმის დარწმუნებული ვარ, თუმცა
პირდაპირ არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ვითამაშე ლუქსემბურგული გუნდის წინააღმდეგ, თუმცა საჩხერელი ფეხბურთელებისთვის იმდენის თქმა არ შემიძლია, რასაც მათ სოსო ფრუიძე ეტყვის. "ჩიხურას" ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს და იმედია ბიჭები "ფოლას" ბარიერს გადალახავენ.

აქვე, შემთხვევით მინდა ვისარგებლო და მივულოცო "საბურთალოს" გამარჯვება და ქართულ კლუბებს წარმატებები ვუსურვო."

კოსტანაის "ტობოლმა" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გუშინ, 10 ივლისს სტუმრად "ჟენეს ეშის" წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა უგოლო ფრით დასრულა. ქართველმა ფეხბურთელებმა, ნიკა კვეკვესკირმა და ჯაბა კანკავამ შეხვედრა სრულად ჩაატარეს. საპასუხო მატჩი კი 18 ივლისს გაიმართება.

ხვიჩა ყაზაიშვილი ლუქსემბურგიდან

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ნიკა მაგარი ბიჭი ხარ, უკვე დროა სხვაგან მოსინჯო ძალები.
roma
15:06 11-07-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული