#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

ბექა ვაჩიბერაძემ ლატვიური "რიგასი" დატოვა

AutoSharing Option
ბექა ვაჩიბერაძემ ლატვიური "რიგასის" რიგები დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა - ამის შესახებ კლუბის ვებგვერდი იუწყება.

23 წლის ნახევარმცველმა, რომელსაც უკრაინის ყველა ასაკობრივ გუნდში უთამაშია, "რიგასის" რიგებს 2018 წლის დასაწყისში შეუერთდა და მას შემდეგ 37 მატჩი გამართა, სადაც 5 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

ბექა ვაჩიბერაძე დონეცკის "შახტარის" იმ 19-წლამდელთა გუნდის კაპიტანი იყო, რომელიც 2015 წელს უეფას ახალგაზრდული ლიგის ფინალში "ჩელსისთან" (2:3) დამარცხდა.

სად გააგრძელებს კარიერას ქართველი ნახერევარმცველი, ჯერჯერობით უცნობია.