თბილისის "დინამომ" "ენგორდანი" არ დაინდო და პრაქტიკულად შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 ივლისს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამომ" ანდორას "ენგორდანი" 6:0 გაანადგურა.

თავიდანვე გამოჩნდა, რომ მეტოქე "დინამოს" ტოლ-სწორი არ არის და კლასში სხვაობა ძალიან დიდია. ანგარიში თავისი საფირმო საჯარიმო დარტყმით ნინუამ გახსნა, შემდეგ კი კუხიანიძემ შორიდან ცხრიანში ჩააჭედა ბურთი.

30-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი სტუმართა მცველს, ბრიტოს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა ეტყობა, ვერ დაინახა. ამას გარდა "დინამომ" არაერთი მომენტი ვერ გამოიყენა და პირველ ტაიმში ორბურთიან უპირატესობას დასჯერდა.

"დინამო" შესვენების შემდეგაც დიდ უპირატესობას ფლობდა და 61-ე წუთზე ქავთარაძემ ახალ გუნდში
სადებიუტო გოლი გაიტანა. ცოტა ხანში ჯერ ქიმაძის მონადირებული პენალტი კუტალიამ გამოიყენა, ხოლო შემდეგ კუხიანიძემ ანგარიში დაამრგვალა.

ამითაც არ დაკმაყოფილდნენ მაპინძლები და რუხაიას პასით ზარიამ მეექვსედ დაამწუხრა კოკა.

მოკლედ, "დინამომ" პრაქტიკულად შემდეგი ეტაპის საგზური გაინაღდა, სადაც აზარბაიჯანულ "გაბალას" შეხვდება.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო - ენგორდანი 6:0
გოლები: 1:0 ნინუა (6), კუხიანიძე (21), 3:0 ქავთარაძე (61), 4:0 კუტალია (69, პენ), 5:0 კუხიანიძე (71), 6:0 ზარია (80)

დინამო: პერალესი, რუხაია, მონხილი, კობოური, კუხიანიძე (ქარდავა 76), შენგელია (დაფე 63) , პაპავა (ზარია 58), ქიმაძე, კუტალია, ნინუა, ქავთარაძე

ენდოგრასი: კოკა, ბრიტო, ბოუარმა, სპანო, ლაფონტი (გუიდა 85), ხილი, სოარესი (პეპე 72), აგუერო, სერა, გომესი (მანეირო 90), ვარელა


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
დინამო მეტოქეზე გაცილებით ძლიერი იყო და ეს საგრძნობი იყო პირველივე წუთებიდან.ბიჭბს ვულოცავ გამარჯვებას,მაგრამ თვალში ძალიან მომხვდა,დინამოელების ცუდი თამაში საჯარიმოში.საჯარიმომდე კარგად მიდიან,იქ კი ძალიან ბევრ არასწორ გადაწყვეტილებას იღებენ.თავის თავზე ვერავინ იღებდა ინიციატივას.ალბათ ტაქტიკურ მეცადინეობებზე მეტი უნდა იმუშაონ ამ საკითხზე,თორემ ძლიერ გუნდებთან ამდენი გაუმართლებელი პასები საჯარიმოში და კარში არ დარტყმა,ხათაბალას გადაგვყრის
სოსო
12 ივლისი 2019 11:33
0
ბიჯო წერა თუ იცით იქნებ კითხვაც გესწავლათ? ხან ენდოგრანი ხან ენდოგრასი, ჯანდაბას სად ჯანდაბიდან არიან მაინც გეხსენებათ ერთხელ? თბილისის დინამო რომ თბილისის არის ჩვენც ვიცით:)
niko
12 ივლისი 2019 06:26
0
რა ვიდეოა ახლა ეს დავიტანჯე, მეზობლის ინტერნეტი გაქვთ?
goga
12 ივლისი 2019 10:36
0
დინამომ კარგად არ ითამაშა. ის გუნდი არ ვარგოდა.
ჰაჰა
12 ივლისი 2019 11:17
2
ხოოოოოოოოოოო გაუჭირდებოდა,
xx
12 ივლისი 2019 11:03
0
ხო და მეც შემეშალა სახელი, მაგრამ ჩემი პროფესია არ არის სპორტული ჟურნალისტობა
niko
12 ივლისი 2019 06:35
0
ეგ არაფერი, გაბალასთან რამდენს გაუშვებთ ეგაა საქმე
123
12 ივლისი 2019 11:07
4
ეგ არაფერი, გაბალასთან რამდენს გაუშვებთ ეგაა საქმე
123
12 ივლისი 2019 11:06
3

სიახლეები პოპულარული