"ჩიხურამაც" გაგვახარა - "ფოლას" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 ივლისს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ მატჩში "ჩიხურამ" სტუმრად "ფოლას" 2:1 მოუგო.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. მაისაშვილი საკუთარ საჯარიმოში ორთაბრძოლაში შევიდა, მატჩის აზერბაიჯანელმა მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა და პენალტი სინანმა გაიტანა.

მეორე ტაიმში "ჩიხურამ" უფრო მწვავედ შეუტია. თუ პირველ ტაიმში მხოლოდ 2 მომენტი ჰქონდა, მეორე ტაიმში რამდენიმეჯერ შეეძლო გოლის გატანა. 59-ე წუთზე კი სარდალიშვილმა საპასუხო გოლი გაიტანა, როდესაც მაისაშვილის თავით დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა და დამატებაზე ყველას დაასწრო.

გოლიდან 1 წუთში ჩიკვაიძეს შეეძლო გატანა, მაგრამ მისი დარტყმული მცირე მანძილით ასცდა
მეტოქის კარს. ამის შემდეგ შესანიშნავად ითამაშა დინო ჰამზიჩმა და ორი ურთულესი ბურთი მოიგერია.

86-ე წუთზე კი დეკანოიძე საჯარიმოში წაააციეს, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა და კორიფაძემ ჩიხურას" გამარჯვება მოუტანა.

ეში. "ემილ მაირიში"
ფოლა - ჩიხურა 1:2
გოლები: 1:0 სინანი (23, პენ), 1:1 სარდალიშვილი (59), კორიფაძე (86, პენ)

ფოლა: კაბრალი, ბერნარდი, კორალი (ჰაჯი 86), მუჰარემოვიჩი, კარონი (დრიფი 77), ფრერე, საკრასი, დეივიდ სინანი (ქუასეირო 89), მერში, კლეინი, სეიდი

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მამასახლისი, მარკოზაშვილი, მაისაშვილი, ლექვთაძე (ფანცულაია 77), კორიფაძე, დეკანოიძე (კაშია 90), სარდალიშვილი, ჩიკვაიძე, არდაზიშვილი (კაშია 65)


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
მიუხედავად ყველაფრისა,ჩიხურა ყოველთვის გუნდია.ყოჩაღ ბიჭებო.ყოჩაღ სოსო.გილოცავთ.
სოსო
12 ივლისი 2019 00:44
0
ფრუიძე არის ზაან მაგარი სპეციალისტი,უფრო ძლიერი გუნდი უნდა ყავდეს ცოტა მეტი ფული ჭირდება ჩიხურას,გილოოოოცავთ მაგრწბი ხართ და წარმატებებიიი
Aba heee
12 ივლისი 2019 00:00
3
მშვენიერია!4 დან 3-მა გუნდმა გამარჯვებას მიაღწია და თან 2-მა მათგანმა სტუმრად.შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ წელს უკეთესი გუნდები გვყავს,რაც უდავოთ უკეთესი ჩემპიონატის დამსახურებაა.
რუსლანი
11 ივლისი 2019 23:32
4
Aსე სცემთ პატივს ქართველ გულშემატკივარს? Eსმატჩის ვიდეო მიმოხილვაა? Mოყვარულის მიერ გადაღებული ერთი გოლის ვიდეოთი? Aნ რამ დაგვაჩიავა ასე ქართველებო,რა "სუსტის" ღრიალია- ისტერიული,მანკუნიანელებს გაუტანეთ ბურთი? რა უბედურ დღეშია ქართული ფეხბურთი ან ნორმალური ვიდეოების დამდებები პროფესონალური კუთხიდან გაგვიწყდენ? Aნ ფულებს რაში იღებენ ქვეყნის "სპორტული მიმომხილველები"? Aნ....
LONDON
12 ივლისი 2019 13:43
0
ეს რა ვიდეოა,1 გოლის მეტი არ გასულა მატჩში თუ რაა ვერ გავიგე?დადეთ ნორმალური ვიდეო რომ ნახოს გულშემატკივარმა გოლები და მომენტები.ასე ძნელია ამის გაკეთება?პატივი ეცით გულშემატკივარს.
წერო
12 ივლისი 2019 12:23
0
ქებაი დიდებაი ფრუიძესა, არაფერი გვეშველება
auf
12 ივლისი 2019 07:08
10
ბრავო ჩიხურას! ბატონ ბიძინას ვთხოვდი ივანიშვილს, მიაქციოს თავისი მშობლიური საჩხერის გუნდს ცოტა ყურადღება! წლიური სამი მილიონი რომ დაახარჯოს ამ გუნდს, მენდეთ ბატონო ბიძინა ამ ფულს ამოიღებთ და ხალხიც ბედნიერი იქნება!
ვაჟა
12 ივლისი 2019 10:35
0
როგორ მინდა რაღაცა შემკობილი დავწერო,მაგრამ დამიბლოკავთ.1 ვიდეოკამერით გადაღება რა გახდა,კლუბისთვის რომ გვანახონ მიმოხილვა.ბოლო-ბოლოს ვიდეო ანალიზისთვის მაინც არსჭირდებათ ეს დალოცვილიი?!!
jemali
12 ივლისი 2019 10:51
0
დარწმუნებული ვარ ფრუძეს 2 ძლიერი საკვანძო ლეგიონერი და ჯგუფში შევა
samtredski
12 ივლისი 2019 10:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული