ბუდუ ზივზივაძე თბილისის "დინამოში" კი არა უნგრულ გუნდში გადავიდა

AutoSharing Option
"ტორპედოს" თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, რომელსაც თბილისის "დინამოში" უწინასწარმეტყველებდნენ გადასვლას, კარიერას უნგრეთში გააგრძელებს.

ზივზივაძემ "მეზოკოვეშდისთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა - ამ ინფორმაციას მადიარული კლუბის საიტი ავრცელებს.

"მეზოკოვეშდი" გულშემატკივრებს ამცნობს 25 წლის ახალწვეულის კარიერას, მის ბომბარდირულ თვისებებს და რომ საქართველოს ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.

გასულ სეზონში ამ გუნდმა ჩემპიონატზე მე-6 ადგილი დაიკავა, მომავალი პირველობის პირველ ტურში კი, 3 აგვისტოს "ზალაეგერშეგის" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
მართლა ვაი და კიდევ ვაი!ნორმალურ გუნდში მაინც წადი როცა ნაკრებზე პრეტენზია გაქვს! თან ტორპედო ზედ თამაშის წინ მიატოვა!
kika
11 ივლისი 2019 21:52
6
ამას მგონი კიდევ დინამო სჯობდა))
ka
11 ივლისი 2019 23:20
3
ამ გუნდში თავმოყვარე ფეხბურთელი როგორ უნდა გადახვიდე ((((
Rezi
11 ივლისი 2019 22:14
6
ოღონდ აქედან გაიქცნენ და სულ კიდიათ სად გადავლენ -_-
გველისმჭამელი
11 ივლისი 2019 21:49
4
სირცხვილია. ირი თამაში ვერ დარჩა?
ბოკინიო
11 ივლისი 2019 23:04
1
ანუ ნაკრებში შეუძლია აწი ითამაშოს? ))
kote
11 ივლისი 2019 21:48
3
სირცხვილია! ჯერ იმიტო რო ორი თამაში დადგომოდა მშობლიურ გუნდს გასაჭირში და მერე წასულიყო. თან სად წავიდა ((((((
Doni
12 ივლისი 2019 02:12
1
ჩვენ თვალწინ ბუდუმ რა ნაბიჯი გადადგა და მერე რუსების გვიკვირს ტორპედო მისთვის მშობლიური გუნდი იყო და როგორ გაწირა ძნელბედობის ჟამს არასოდეს მიიღოთ აწი ტორპედოში სულ დაჩოქილი მოვიდეს.
dato
12 ივლისი 2019 10:39
2
ამის სანაკრებო კარიერაც დასრულდა.იღონდ თითონ მოისურვა ასე.
დ.გ
12 ივლისი 2019 11:51
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული