#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

"დინამოს" მწვრთნელი: არ არის გამორიცხული, საპასუხო მატჩში ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ითამაშონ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ ანდორულ "ენგორდანთან" მოგებული მატჩის (6:0) შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ადრეც ვთქვი, რომ ყოველთვის კონკრეტულ შეხვედრაზე ვფიქრობთ. ვთვლი, რომ დღეს დადებითი შედეგი დავაფიქსირეთ. ახლა საპასუხო მატჩზე ვკონცენტრირდებით. ვეცდებით, ის მატჩიც მოვიგოთ.

მოდუნებას არ ვაპირებთ, შეიძლება ცვლილებებიც იყოს, შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში, დავაკვირდებით, ვინ რა კონდიციაში იქნება.

არ არის გამორიცხული, დღევანდელი შედეგიდან გამომდინარე, საპასუხო მატჩში ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ითამაშონ.

ვფიქრობ, ახალმოსული ფეხბურთელების ადაპტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს. 18 ივლისს სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება და შესაძლოა, მანამდე ახალი მოთამაშეები დავიმატოთ,
თუმცა ეს შემადგენლობაც ძლიერია", - განაცხადა ფელის ვისენტემ.

"ენგორდანისა" და თბილისის "დინამოს" საპასუხო დაპირისპირება 18 ივლისს, 21:30 საათზე დაიწყება.

altთბილისის "დინამომ" "ენგორდანი" არ დაინდო და პრაქტიკულად შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

alt"ენგორდანის" მწვრთნელი: მოულოდნელი არაფერი ყოფილა, შევეცდებით სახლის ფაქტორი გამოვიყენოთ


Sportall.Ge