კახა ჩხეტიანი: შანსი გვაქვს - არავისი არ მეშინია, ხომ არ მომკლავენ

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე "ორდაბასისთან" ნამატჩევს (0:1) "ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ისაუბრა და ჩვეული, მოსწრებული იუმორიც გაურია.

- პირველ რიგში, მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ. ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ. ჩვენი გუნდი მხოლოდ ახლა დასტაბილურდა და ასეთ მოწინააღმდეგესთან ასეთ დონეზე შეხვედრა საპატიოა. თუმცა, შანსი გვაქვს და გამოყენებას მეორე მატჩში შევეცდებით.

- შედეგმა დაგაკმაყოფილათ?
- ამ ეტაპზე, ეს შედეგი გვაწყობს. მეტოქეს კიდევ ჰქონდა საგოლე მომენტები, რომელთა რეალიზაცია შეეძლო. ასე რომ, საპასუხო შეხვედრის წინ იმედი გვაქვს. "ორდაბასი" კონკურენტუნარიანი გუნდია და დღეს იმ თამაშის
საშუალება არ მოგვცა, რომლის ჩვენებაც გვინდოდა. მხოლოდ ერთი გამართლება გვაქვს, ჩვენი გუნდი ახალგაზრდულია, ფეხბურთელები ცოტა შეუთამაშებელნი არიან და იმედია, მეორე მატჩს ღირსეულად ჩავატარებთ.

- წინა პრესკონფერენციაზე თქვით, რომ "ორდაბასის" არ გეშინიათ. ახლაც?
- (თარჯიმნის პასუხი) ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არავისი არ გვეშინია.

- არც ახლა?
- ეს თარჯიმანმა თქვა, მე არ მითქვამს (იცინის). მე არავისი არ მეშინია, ხომ არ მომკლავენ, ჩვენ ხომ ფეხბურთს ვთამაშობთ.

- დღეს რა არ გამოგივიდათ? შესაძლოა, ფეხბურთელთა კლასია სხვადასხვაგვარი?
- "ორდაბასიმ" იმ თამაშის საშუალება არ მოგვცა, რომელიც გვინდოდა. თუმცა, ის არ გვამართლებს, რომ ახალგზრდული გუნდი გვყავს. ჯერ ფეხბურთელები ბოლომდე შეთამაშებულები არ არიან. ჩვენ მათი მადლიერი ვართ და განმეორებითი შეხვედრის იმედი გვაქვს.

- მეტოქე გუნდიდან ვის გამოყოფდით?
- საერთოდ, მე განსაკუთრებულად არავის გამოყოფა არ მიყვარს. თქვენი გუნდი კოლექტიურად კარგია, ფეხბურთი ითამაშა, მე ბადიბანგას თამაშს აღვნიშნავ, რომელმაც ჩვენს წინააღმდეგ ადრე იასპარეზა, შეცვლაზე მისი შესვლის შემდეგ "ორდაბასი" გააქტიურდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კი ბატონო სოსო, შანსი ბოლოს კვდება, შარშანაც გქონდათ შანსი შერიფთან, მაგრამ სამწუხაროდ 0-3 დამარცხდით
8
თარჯიმანი პასუხობდა?!????
Irakli
11:02 12-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული