ფრანგული მედია: დავით ხოჭოლავათი ლიგა 1-ის კლუბი ინტერესდება

AutoSharing Option
როგორც ფრანგული ladepeche.fr-ი იუწყება, ლიგა 1-ის წარმომადგენელი "ტულუზა" საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ცენტრალური მცველით, დავით ხოჭოლავათი ინტერესდება.

გამოცემის ინფორმაციით, კლუბი მას კრისტოფერ ჟულიენის შემცვლელად განიხილავს, რომელიც რამდენიმე დღის წინ "სელტიკს" შეუერთდა.

მათივე ინფორმაციით, ფრანგულ კლუბს "შახტარისთვის" ჯერჯერობით ოფიციალურად არ მიუმართავს.

დავით ხოჭოლავამ გასულ სეზონში დონეცკური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება მოახერხა და ყველა ტურნირზე 33 მატჩი გამართა.

რაც შეეხება "ტულუზას", კლუბმა გასული სეზონი ლიგა 1-ში მე-16 ადგილზე დაასრულა.

altზიდანმა "რეალიდან" შვილიც გაუშვა - 9 ივლისის ტრანსფერები და ჭორები


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
დიდ სისულელედ მიმაჩნია მაჩანჩალა ტულუზაში გადასვლა შახტარიდან, რომელიც ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის. 2 წელია გავარდნის ზღვარზეა ტულუზა და ალბათ წელს მოახერხებს და გავარდება.
Geo_Dinamo
15:02 12-07-2019
1
შახტარი ბევრად უკეთესი გუნდია ვიდრე ტულუზა და ბევრი ფრანგული გუნდები კიდე
irakli
15:17 12-07-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული