"ტორპედო" გულშემატკივრებს "ორდაბასისთან" მატჩზე მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ქომაგებს "ორდაბასისთნ" ევროპა ლიგის შესარჩევი ეტაპის განმეორებით შეხვედრაში მხადაჭერისკენ მოუწოდებს და განცხადება კლუბის საიტზე გამოაქვეყნა:

"18 ივლისს, "ტორპედო" თბილისში ევროპალიგის პირველი ეტაპის საკვალიფიციო ეტაპის საპასუხო მატჩში "ორდაბასს" დაუპირისპირდება.

აღნიშნული მატჩის ბილეთების გაყიდვა რამდენიმე დღეა ონლაინ-გვერდ TKT.GE-ზე მიმდინარეობს. თავდაპირველად, მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 7 ლარს შეადგენდა, თუმცა, კლუბის, გულშემატკივრის ინტერესისა და მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბილეთის ფასი 2 ლარი იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ მატჩს გულშემატკივართა დიდი რაოდენობა დაესწროს. "ტორპედო" ის კლუბია, რომლის წარმატებაც გულშემატკივრებთან ასოცირდება, შესაბამისად, თქვენი როლი ამ
მატჩშიც განსაკუთრებული იქნება. "ტორპედოს" ძალიან სჭირდება თქვენი მხარდაჭერა!

ყველა იმ გულშემატკივარს, რომელმაც უკვე შეიძინა ბილეთი 7 ლარად, საჩუქრად საკლუბო ატრიბუტიკას გადავცემთ.

მოდი მიხეილ მესხზე, ერთად შევძლებთ!"

"ტორპედოსა" და "ორდაბასის" მატჩი "მიხეილ მესხზე" 18 ივლისს 21:00 საათზე დაიწყება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 13 /
mivalt ki ara dedasac utirebt, rogorc charchan kukechtan, chven arasdros vtovebt torpedos gasachurchi da bolomde cavkvebit ra gachirvebachic ar unda ikos gundi, movalt sakartvelostvis, kutaisistvis.
KUTAISELI
09:04 15-07-2019
0
მე მივალ აუცილებლად
ზუგდიდი
02:16 15-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული