"შევარდენი 1906" დამფუძნებელმა და მწვრთნელმა დატოვეს

AutoSharing Option
თბილისის "შევარდენი 1906" დამფუძნებელმა გეგი კიკაბიძემ და მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ დატოვეს - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"გუნდის აღდგენიდან 3 წლის შემდეგ "იუნკერების" რიგები დატოვეს კლუბის დამფუძნებლებმა გეგი კიკაბიძემ და გიორგი ნემსაძემ, რომელიც 2019 წლის დასაწყისიდან გუნდში მთავარ მწვრთნელადაც მუშაობდა.

ნემსაძის ხელმძღვანელობით "იუნკერებმა" პირველი 2 წრე 17-მატჩიანი წაუგებელი სერიით მეორე ადგილზე დაასრულეს.

ნემსაძის და კიკაბიძის ხელმძღვანელობის პერიოდში კლუბმა 2016 წელს მოიგო საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატი, მომდევნო წელს კი - ლიგა 3.

შარშან გუნდმა შეასრულა დასახული მიზანი და ლიგა
2-ში ადგილი მეექვსე პოზიციაზე გასვლით შეინარჩუნა.
2019 წლის დასაწყისში კლუბი გადაეცა ინვესტორთა ჯგუფს, რომელიც აგრძელებს კლუბის კეთილდღეობისთვის მუშაობას.

ერთობლივი ძალისხმევით მოხდა ისე, რომ გუნდმა საზაფხულო პაუზამდე მოახერხა შესანიშნავი შედეგის დაფიქსირება და იბრძვის ლიგა 1-ში გადასასვლელად.

კლუბის სახელით გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გიორგი ნემსაძეს და გეგი კიკაბიძეს, რომელთა ძალისხმევითაც "შევარდენი 1906" აქამდე მოვიდა.

კლუბი არასდროს დაივიწყებს მათ შრომას, ძალისხმევას და ყველა იმ ემოციურ მომენტს, რომელმაც ჩვენი გუნდი ერთ დიდ ოჯახად შეკრა და გააერთიანა.

შევარდენი კი გააგრძელებს წინსვლას და განვითარებას იმ ღირსეულ ხალხთან ერთად, რომელიც კლუბის კეთილდღეობისთვის არაფერს დაიშურებს".

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 5 /
ამ შემადგენობით პირველზეც უნდა იყვნენ, უმწვრთნელოდაც მოიგებდა იმ 17 თამაშს და კიკაბიძე არ ვიცი საერთოდ ვინაა :D
ვაკო
19:05 13-07-2019
2
ნემსაძეს პიროვნულადაც და პროფესიონალურად სამუდამო სამარცხვინო ლაქები აქვს პირად საქმეში! ჯერ იყო და სფფს პრეზიდენტად არჩევისას და მერე იყო კიდე დინამოში რა იკადრა და უპატიოსნეს ზურაბ პოლოლიკაშვილს ზურგს უკან დაუპირისპირდა. ახლა მთავარია შევარდენში არ დატოვოს ისეთი ცუდი ატმოსფერო მაგან და გეგიმ, ნემსაძის შვილის შევარდენის ფეხბურთელის ვაჟას ხლით არ არიონ ვითარება
dato
18:37 13-07-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული