გოლი და საგოლე პასი - ვაკომ "სან ხოსეს" იბრაჰიმოვიჩის გუნდთან მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სან ხოსეს" თავდამსხმელმა ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ში კვლავ გამოიჩინა თავი.

13 ივლისს, "სან ხოსემ" ისევ სძლია ლოს ანჟელესის "გალაქსის", ამჯერად სტუმრად 3:1 დაამარცხა.

ისევე როგორც გურამ კაშიამ, ყაზაიშვილმაც შეუცვლელად ითამაშა და გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და აღსანიშნავია, რომ მესამე გოლიც მისი დამსახურება იყო. ყაზაიშვილი რამდენიმე მეტოქეს გაცდა და კარში დაარტყა, ხოლო მეკარეს მიერ მოგერიულ ბურთი დამატებაზე იუელმა გაიტანა.

მან მიმდინარე პირველობაზე მე-5 გოლი გაიტანა.

20 ტურის შემდეგ "სან ხოსე" დასავლეთ კონფერენციაში 31 ქულით მეოთხე ადგილზეა და 21 ივლისს გასვლაზე "ვანკუვერს"
შეხვდება, იქამდე კი 17 ივლისს ამხანაგურ მატჩში "ვალიადოლიდს"უმასპინძლებს.

რაც შეეხება "გალაქსის" თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელიც გამუდმებით ტრაბახობს, მოედანზე 90 წუთი დაჰყო და თავის გუნდს ვერაფრით ვერ შეეწია.

კარსონი. "სპორტპარკი". 22 508 მაყურებელი
გალაქსი-სან ხოსე 1:3
გოლები: 1:0 ფელიშერი (2), 1:1 ყაზაიშვილი (62), 1:2 ჰოსენი (64, ყაზაიშვილის პასით), 1:3 იუელი (85)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჰმ. კომენტარი შემისწორეს, ისე გამოაქვეყნეს
Prosta Sptfu
14 ივლისი 2019 08:49
0
ქართველი Landon Donovan ი
Brooklyn
13 ივლისი 2019 18:36
0
ძალიან მოუმატა ვაკომ რაც სასიხარულოა. დაბლა კომენტარს ვუპასუხებ, თუ არ გააკრიტიკე და ხან ძალიან მკაცრადაც ისე ზოგჯერ ზოგიერთები ყურები ვერ შეიბერტყენ. ასეთებიც გვყავდა სამწუხაროდ ვინც თავისი კარიერა დაისამარა. მე კი წინადადებით შემოვდივარ ვაკო ისევ არ მოიწვიონ ნაკრებში, იქნებ ბოლო ბოლო ისე მაგრა მოუმატოს რომ ევროპის რომელიმე გრანდში თუ არა საშუალოზე კარგ გუნდში ვიხილუთ.DDD წარმატებას ვუსურვებ ვაკოს.
Geo_Dinamo
13 ივლისი 2019 15:13
3
ეს გოლები თქვენ გეძღვნებათ ვაი ქართველ გულშემატკივარს, მიწასთან რომ გაასწორეთ 1 მატჩის ჩავარდნისთვის შვეიცარიასთან. ათას რამეს აბრალებდით ბიჭს რომელიც დღეს ნაკრების საუკეთესო ბომბარდია. უმადურობა ქართველების სენია.
semi
13 ივლისი 2019 14:47
4
20 ტურში 5 გოლი?!
არდილეს
13 ივლისი 2019 14:25
9
წამო რა ევროპაში))
ka
13 ივლისი 2019 13:26
1
მადლობა ვაისს ვაკოს ნაკრებში არ გამოძახებისთვის, რა კარგად იმოქმედა ამ ხერხმა მასზე.დდ
Nnn
13 ივლისი 2019 12:32
0
სამივე გოლი ამან შექმნა ფაქტიურად. ძაან მაგარია. თან მლს არაა იმავე პოლონეთზე ან ცენტრალურ ევროპაზე დაბალი დონე… თან მე-2 და მე-3 გოლში სუსტი ფეხით გააკეთა ბოლო მოქმედება, რაც პროგრესია. ადრე ხშირად შემიმჩნევია, რომ უჭირს მარცხენით თამაში. ასე უნდა გააგრძელოს.
Lasha
13 ივლისი 2019 12:28
0
ვაკო მადლობა რომ დღევანდელი დილა გამილამაზე შენი ლამაზი თამაშით! მე ვუყურე მეორე ტაიმს და დიდებული სანახაობის მომსწრე შევიქმენი. ვაკომ სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა და არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა.ასეთ კარგ ფორმაში თუ შეხვდა ვაკო სანაკრებო მატჩებს ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება მისი გაჩერება! ვისაც შეგიძლიათ გადაახვიეთ და უყურეთ ამ თამაშის მეორე ტაიმს მაგრად ისიამოვნებთ! იბრაგიმოვიჩი და დო სანტოსი მასთან შედარებით ჯუჯები იყვნენ მინდორზე!
kika
13 ივლისი 2019 11:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული