გიორგი ჩაკვეტაძე: ჩემით დაინტერესებული იყო "რომა" და რომ არა ტრავმა...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური "გენტის" ნახევარმველმა გიორგი ჩაკვეტაძემ რუსთავი 2-თან ტრავმაზე, ჩაშლილ ტრანსფერსა და ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა.

"საქართველოს ნაკრების ექიმმა დეკემბერში მითხრა, რომ ჩემი ფეხი საოპერაციო იყო. გადაამოწმეს სხვებმაც და თავი შეიკავეს, რადგან იყო შანსი, ვარჯიშით ეს პრობლემა გამოსწორებულიყო, თუმცა საბოლოოდ ეს არ მოხერხდა.

კონცენტრირებული ვარ, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე ფეხბურთს. რაც შეგვეხება "გენტს" და მე, ზამთარში გაირკვევა, დეკემბერში წავალ თუ ზაფხულში.

დაახლოებით ორ-სამ თვემდე დასჭირდება იმას, რომ მოედანზე გასვლა მოვახერხო.

ჩემით დაინტერესებული იყო "რომა", "გლადბახი" და "ლევერკუზენი". ყველაზე დიდი
სურვილი "რომას" ჰქონდა და რომ არა ტრავმა, ეს ტრანსფერი გამოვიდოდა.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, ბელორუსი საშუალო დონის გუნდია, არ არის შვეიცარია ან დანია. იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ და ფინალში ვითამაშებთ. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ევროპის ჩემპიონატზე თამაშია", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

19 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში "გენტის" რიგებში 31 შეხვედრა გამართა, სადაც 6 გოლითა და 9 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

alt"ჯვაროსნების" განახლებული სატრანსფერო ფასები - კვირკველიამ ჩაკვეტაძეს გადაასწრო და სარეკორდო ნიშნულს უწია

alt"გენტის" ტექნიკური დირექტორი: გიორგი ჩაკვეტაძის გაყიდვას არ ვაპირებთ

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
მთავარია გიორგი ფიზიკურად კარგად მოემზადოს და თავისთავზე იშრომოს. მერე ვნახოთ შედეგი - წინასწარ ვარაუდი სად ითამაშებს მისთვის უსარგებლო თემაა. წარმატებები.
მერაბი
17 ივლისი 2019 12:11
0
რა ტრაბახები არიან, გააკეთებენ ერთი BMW-ს ფულს და აიკლებენ ტრაბახით ერს ....
პეტრე კუპრი
16 ივლისი 2019 21:45
15
და სად გაიგე,რო ეს ბიჭი ტრაბახობდეს? რა გასაკვირი რომა და ლევერკუზენი თუ დაინტერესდნენ? ბარსელონა და რეალიო არ უთქვამს.
გოგა
17 ივლისი 2019 00:55
0
რატომღაც მგონია რო რომაში დიდი სათამაშო დრო არ ექნება))) ლევერკუზენი და გლადბახი ჯობია ამ ეტაპზე
Tbiliseli
16 ივლისი 2019 16:32
3
ამ კაცის დიდი იმედი მაქვს! ჩვენი ნაკრების შესაძლებლობების 80 % მასზე მოდის. მალე გამოჯანრთელებას და წარმატებებს გისურვებ გიორგი!
გადასარევი გიორგი
16 ივლისი 2019 12:52
1
სამივე გუნდი შესანიშნავი ვარიანტია
ka
16 ივლისი 2019 12:41
1
მალე დაბრუნებას გისურვებთ. გელოდებით იმედებით, მაგრა მოგვენატრე ნაკრებში. წამატებები.
Geo_Dinamo
16 ივლისი 2019 12:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული