#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

"საბურთალო"-"შერიფი" - რამდენი ბილეთია გაყიდული ამ დროისთვის?

AutoSharing Option
დღეს, 16 ივლისს, თბილისის "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩში ტირასპოლის "შერიფს" დაუპირისპირდება.

როგორც "საბურთალოს" Facebook-გვერდი იუწყება, ამ მომენტისთვის 3383 ბილეთია გაყიდული.

პირველი შეხვედრა მოლდოვაში, ბევრისთვის მოულოდნელად, ქართველ ფეხბურთელთა გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.

თბილისის "საბურთალოსა" და ტირასპოლის "შერიფის" დაპირისპირება 21:30 საათზე, "მიხეილ მესხზე" გაიმართება. მატჩის ხილვა "პირველ არხზე" შეგეძლებათ.

ბილეთის შეძენა შესაძლებელია როგორც "მიხეილ მესხის" არენის სალაროებში, ასევე TKT.GE-ზე.