მატჩის კატასტროფული დებიუტის შემდეგ "საბურთალომ" "შერიფის" ბარიერის გადალახვა მოახერხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "საბურთალო" შერიფთან" 1:3 დამარცხდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე გავიდა.

გასვლაზე 3:0-ის მოგების შემდეგ, თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ სტუმართა კოსოვოელმა ნახევარმცველმა ლაფიტიმ დებიუტშივე გახსნა ანგარიში. შემდეგ მარგველაშვილმა განივი გადაცემისას ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მე-11 წუთზე კი კამერუნელმა თავდამსხმელმა ტამბემ ანგარიში 0:3 გახადა.

"საბურთალომ" სტუმრად მოპოვებული უდიდესი უპირატესობა 11 წუთში გაანიავა, რასაც კატასტროფის გარდა, სხვა სახელი ძნელია უწოდო. ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა და ყველაფერი თავიდან დაიწყო.

საქართველოს ჩემპიონმა სახიფათო იერიშებით
უპასუხა და ორი მომენტი ვერ გამოიყენა.

დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და გუნდები შესვენებაზე 0:3-ზე გავიდნენ.

მეორე ტაიმში "საბურთალომ" თამაში დაალაგა, შეუტია, ორჯერ ბურთი საჯარიმოში სტუმართა გუნდის ფეხბურთელებს მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ ჩათვალა. 59-ე წუთზე კი მარცხენა ფლანგიდან ლაკვეხელიანის ჩაწოდებულ ბურთს როლოვიჩმა მიკულიჩის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

ტირასპოლელებს ქართველი ფეხბურთელების შეჩერება უჭირდათ. 72-ე წუთზე პალჩიჩმა აქტიური კოხრეიძე მოცელა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თავისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა.

მერე კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი გაბედავამ დაარტყა და ოდნვ ააცილა მიზანს, დნესტრისპირელებს კი მიგინეიშვილმა ორჯერ არ დაანება გოლის გატანა.

კომპენსირებულ დროში კოხრეიძემ ცარიელი კარის წინ დიასამიძეს უპასა, ამ უკანასკნელმა ჩინებული მომენტი ვერ გამოიყენა და მატჩიც ჩამთავრდა.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგეს, ზაგრების "დინამოს" 23 და 30 ივლისს შეხვდება, რომელიც ასეთ თამაშსა და ამდენ შეცდომას არც ერთ შემთხვევაში არ გვაპატიებს.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - შერიფი 1:3
გოლები: 0:1 ლაფიტი (3), 0:2 მარგველაშვილი (7, საკ. კარში), 0:3 ტამბე (11), 1:3 როლოვიჩი (59)
გაძევება: პალჩიჩი (72)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, გონსალვესი (შინდგორიძე 81), დიასამიძე, ალთუნაშვილი (ტერა 70), გორგიაშვილი, კოხრეიძე, როლოვიჩი (გაბედავა 77)

შერიფი: მიკულიჩი, მუზეკი, პალჩიჩი, კრისტიანო, ანტონი (ჟაჩი 83), გორდიენკო (პალიჩი 69), ლაფიტი, ტამბე, ბობანი (რიბეირო 69), კენდიში, ნ'დიაე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 40 /
Kkk :) სწორად მსჯელობ,რომ ტირასპოლი დნესტრისპირეთის ქალაქია და ევროტურნირებზე მოლდოვის სახელით გამოდის,მაგრამ ვერ ვხდები მე რატომ არ მეთანხმები? მოლდოვა და მოლდოვის ფეხბურთის ფედერაცია ხომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მეგობრულ დამოკიდებულებაშია...

გიოშა
17 ივლისი 2019 14:25
0
Kkk:) აქ ყველაფრის წერა არ შეიძლება.მინიშნება ზემოთ მოგეცი... ერთ საკითხზე თუ მეთანხმები საერთოდ ყველაფერზე უნდა დამეთანხმო.
გიოშა
19 ივლისი 2019 15:54
0
თავად კლუბ შერიფზე ვამბობ არ გვემეგპბრება თქო, თორემ მოლდოვას ფედერაცოას არაფერს ვერჩი.
Kkk
18 ივლისი 2019 17:54
0
არ დავიწყებ ახლა დიდ პროფესორობას მაგრამ ერთს ვიტყვი,მართალია პირველი მატჩი საბურთალომ დიდი ანგარიშით მოიგო და სერიოზული ფორა შეიქმნა განმეორებითი მატჩის წინ,თუმცა ეს არის ფეხბურთი და იმიტომაა სპორტის N1 სახეობა რომ იქ ყველაფერი ხდება.მასე რომ განმეორებით მატჩს აზრი არ ქონდეს მაშინ პირველივე მოგებიდან გადაიყვანდენ საბურთალოს მომდევნო ეტაპზე.ამიტომაც არის მატჩები ორრაუნდიანი.გავიხსენოთ შინ 0:3 წაგების მერე რა დღე აყარა იუვენ რეალს მადრიდში,იგივე სცენარი.
ქობულეთიდან
17 ივლისი 2019 12:52
1
პირველი თამაშის შემდეგ მოულოდნელი იყო ასეთი ჩავარდნით დაწყება. მარა კიდევ უფრო მოულოდნელი იყო მეორე ტაიმი. მართალია გულის სიღრმეში მჯეროდა მაინც საბურთალოს გასვლა 0-3 შემდეგაც. მარა ალალად რომ ვთქვათ ასეთი კატასტროფული პიველი ტაიმის შემდეგ ცოტა გუნდს თუ შეუძლია ასე გარდაქმა. შემდეგ ეტაპზე განთესილ ჩემპიონებიდან მეორე ეტაპის ყველაზე ძლიერი გუნდი შეხვდა საბურთალოს, მარა მე მაინც იმედიანად ვარ რომ დიდ ბრძოლას გაუმართავს. თუ ლიგაზე ვერა მაშინ ევროპაზე გავა საბურთალო, ამაში მართალა დარწმუნებული ვარ. ყოჩაღ ჭიაბრიშვილს, ყოჩაღ ბიჭებს. მათ დიდი გამოცდილება მიიღეს და ხასიათიც აჩვენეს.
Geo_Dinamo
17 ივლისი 2019 12:25
1
ძალიან სუსტები თუ იყვნენნ შერიფი როგორ გამოაგდეს.შეეშვით ამ ჭკუისკოლოფობას.
თემო
17 ივლისი 2019 12:13
3
თემო აბა თუ მიხვდები როგორ გამოაგდეს? როგორ და შერიფიც ძალიან სუსტი იყო. აქეთ და ადიდეთ ამ ვაი ფეხბურთის გამო ქართული გუნდები და სადამდე მიგვიყვანს ნახავთ ;)
superman
17 ივლისი 2019 14:01
2
მარგველაშვილი, გორგიაშვილი, დიასამიძე, ალთუნაშვილი... ძალიან სუსტები არიან
superman
17 ივლისი 2019 11:30
1
მართლა ამაზრზენია ასეთი კომენტარები თქვენ რა მტრები ხართ? ის მაინც აღნიშნეთ რომ 3 გაშვებული გოლის შემდეგ ვითომც არაფერი ისე დაძლია შოკი საბურთალომ მეორე ტაიმში სულ სხვა გუნდი გამოვიდა მთელი მატჩი ბურთს არ გააკარა საბურთალომ შერიფი მეორე ტაიმში ორი თავით მაღლა იდგა რეალი იუვენტუსი მაინც არ გახსოვთ რეალმა რომელიც წინა ორი ლიგის გამარჯვებული იყო და მესამე იმ წელს მოიგო 3 ბურთი გაუშვა იუვენტუსისგან როცა პირველი მატჩი 0-3 ჰქონდა მოგებული რა გამოუცდელობის ბრალი იყო ფეხბურთსი ყველაფერი ხდება და ასეთი კომენტარები არ შეიძლება მითუმეტეს საბურთალომ იმ შოკის შემდეგ კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე
ვასიკო
17 ივლისი 2019 11:26
3
100%-ით გეთანხმები მეგობარო. ვისაც ფეხბურთი ესმის, ჩემი აზრით მსგავსი დამოკიდებულება უბდა ჰქონდეს გუშინდელი თამაშის შემდეგ. ძალიან ბევრი უადგილო კრიტიკაა და ბევრად ცუდათ მოქმედებს ეს ფეხბურთელებზე.
ვაჟა
17 ივლისი 2019 12:14
2
გუშინ ისეთი გამოცდილება მიიღეს ბიჭებმა, რომ მგონი, მთელი ცხოვრება არ დაავიწყდებათ, მადლობა შერიფს და მადლობა საბურთალოს გულიანი თამაშისთვის, თუმცა ხარისხი შედარებით დაბალი იყო. კოხრეიძეს მართლაც ბრავო!!! დიასამიძე ტექნიკური ფეხბურთელია, მაგრამ გუშინ თამაში არ გამოუვიდა (მარტო გამაზულ მომენტს არ ვგულისხმობ). ზოგადად გაუჭირდა საბურთალოს ნახევარდაცვის ცენტრში, ვფიქრობ, კაკუბავას გამოყენება ამ პოზიციაზე შეიძლება, მომწონდა მაგის თამაში ჩიხურაში.
ლაშა
17 ივლისი 2019 11:09
0
სამწუხაროდ თამაშს ვერ ვუყურე, ვნახე მხოლოდ სახიფათო მომენტები და გოლები. აქ არავინ აღნიშნავთ, მაგრამ თუ დააკვირდებით გუნდის კაპიტანმა ჩააგდო თამაში, ფაქტიურად სამივე გოლი მის კისერზეა, თან ძალიან უხეში შეცდომებით. მე ვფიქრობ, რომ ეს არ იყო გუნდის ჩავარდნა, თამაში ჩააგდო 1-2 ფეხბურთელმა დაცვის ცენტრში. გოლებს თუ დააკვირდებით, კატასტროფული შეცდომების ხარჯზე გავიდა. თუმცა ჩემი პოსტი არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მარგველაშვილი ცუდი ფეხბურთელია. პირიქით, ახალგაზრდა, პერსპექტიულია და იმედია შეცდომებზე ისწავლის. ჩემი მხარდაჭერა მას
ყოფილი მწვრთნელი (წინა ცხოვრებაში)
17 ივლისი 2019 11:08
0
ზაგრების დინამო ფავორიტია და დიდი ალბათობით ის გავა შემდეგ ეტაპზე რაც შეეხება საბურთალოს ეს ამ ეტაპზე მისი მაქსიმუმია.კარგია რო ეს ერთი ეტაპი გადალახა.შემდეგში უფრო მეტი გამოცდიება ექნებათ ევროტურნირების
zaza
17 ივლისი 2019 10:56
1
ყველაზე სუსტი რგოლი ცენტრალური მცველი მარგველაშვილი იყო.ავტოგოლი,უაზრო ჯარიმები საჯარიმოსთან ახლოს,მანდრაჟი.შემდგომში ასე არ ივარგებს.უნდა აღვნიშნო კომენტატორების ნერვებმომშლელი წაყვანა.ეტყობათ რომ ფეხბურთი არ უთამაშიათ და ერთმანეთში რაღაც უაზრობებზე კამათობენ.ან ეს ორი კომენტატორი რა საჭიროა.
გადავრჩით
17 ივლისი 2019 10:38
0

სიახლეები პოპულარული