#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

სოსო ფრუიძე: არაა "ფოლა" ის გუნდი, პირველ ნომრად რომ გვეთამაშოს

AutoSharing Option
ლუქსემბურგის "ფოლასთან" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ "ჩიხურას" მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"ყველას გააზრებული გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანი თამაში გველის ხვალ. მსგავსი შეხვედრები არა მარტო ჩვენთვის, არამედ ქართული ფეხბურთისთვისაც ბევრს ნიშნავს. აქედან გამომდინარე, გვინდა ხვალინდელი თამაშიც მოგებით დავასრულოთ.

"ფოლას" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მათ კარში პენალტი არასამართლიანად დაინიშნა?

ჩვენც იგივე აზრი გვაქვს "ჩიხურას" კარში დანიშნულ პენალტთან დაკავშირებით. მსაჯს შეეძლო არც ერთი პენალტი არ დაენიშნა. თუმცა, რაც შეეხება "ფოლას" წინააღმდეგ დანიშნულ თერთმეტმეტრიანს, იქ მასპინძელთა გუნდის მცველს ბურთზე არ
უთამაშია, ფეხში ჩაარტყა დეკანოიძეს და ვთვლი, რომ ეს პენალტის დანიშვნისთვის საკმარისი იყო.

ერთი დღით ადრე ჩამოვედით თბილისში. ვვარჯიშობთ, თეორიულად ვემზადებით. ისევ ვსწავლობთ წინა მატჩს, არ გვინდა, რამე გამოგვრჩეს.

მიუხედავად იმისა, რომ "ფოლას" ამჟამინდელი მდგომარეობა არ აქცევს ისეთ გუნდად, რომელსაც ჩვენი გამოგდება შეუძლია, მაინც მზად ვართ ამისათვის და სრული სერიოზულობით გახლავართ მატჩის მიმართ განწყობილები.

ჩვენი ტაქტიკა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ითამაშებენ ისინი. "ფოლას" არ ჰყავს ახლა ისეთი ფეხბურთელები, რომ პირველ ნომრად ითამაშონ. ვეცდებით, ბურთი შევინარჩუნოთ და ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ.

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო გულშემატკივარს, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ, რადგან მათ გარეშე ფეხბურთი თავის ხიბლს კარგავს".

Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ