#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

გიორგი ჭიაბრიშვილი: გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი

AutoSharing Option
თბილისის "საბურთალომ" ორი მატჩის ჯამში ტირასპოლის "შერიფი" 4:3 დაამარცხა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი პრესკონფერენციაზე კომენტარი მისმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა.

"პირველი ათი წუთის გამო გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. მადლობა ფეხბურთელებს, რომ მეორე ტაიმში საკუთარი თამაში აჩვენეს და შედეგს მიაღწიეს.

გასახდელში ბიჭებს ვუთხარი, რომ თავიანთი თამაში უნდა ეთამაშათ. პირველ ტაიმში ჩვენი ფეხბურთი არ გვიჩვენებია - ბევრი გრძელი პასი იყო, დაცვიდან თავდასხმაში პირდაპირ ხშირად გადავდიოდით. მეორე ტაიმში მეტოქეს მოთამაშე გაუძევეს, ეს ჩვენი დამსახურებაცაა. მეორე ნახევარში ფეხბურთელები დამშვიდდნენ და თავიანთი თამაში აჩვენეს.

"შერიფს" ჩვენზე
დიდი ფინანსური რესურსი აქვს და უკეთესი მოთამაშეების ჩამოყვანა შეუძლია, თუმცა ჩვენ ჩვენივე აღზრდილი ნიჭიერი ფეხბურთელებით ვჯობივართ.

მაგალითად, რიბეიროს გადაბირება მეც მინდოდა და მათაც. სხვაობა ესაა, ისინი ყიდულობენ, ჩვენ ვეძებთ უკლუბო მოთამაშეებს. ჩემპიონატის მომენტიცაა.

ხორვატიის დონის ქვეყანა რომ გავხდებით და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ვითამაშებთ, მაშინ შეგვიძლია შევეჯიბროთ მათ. აქ სხვა განზომილებაა. ახლავე ვამბობ, ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეს ბარიერი დავძლიოთ. არც "შერიფთან" გვეგონა, რომ გავიდოდით, მაგრამ ღვთის წყალობით, შემდეგ ეტაპზე გავედით".




ასევე დაგაინტერესებთ