10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში

AutoSharing Option
თბილისის "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ტირასპოლის "შერიფთან" 1:3 დათმო, თუმცა ორი მატჩის ჯამში 4:3 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე ზაგრების "დინამოს" დაუპირისპირდება.

Sportall.ge გთავაზობთ "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასებას 10-ბალიანი სისტემით მიხედვით.

ომარ მიგინეიშვილი - 5.0 - სამი გაშვებული გოლის მიუხედავად, ვეტერან მეკარეს არცთუ ისე ცუდი შეხვედრა ჰქონდა. მას ბრალი მხოლოდ მესამე გაშვებულ გოლში შეგვიძლია დავდოთ, თუმცა ის ბურთიც ურთულესი ასაღები იყო.

პირველი გოლის დროს მიგინეიშვილმა ახლო მანძილიდან დარტყმული  ბურთი მოიგერია და რაც შემდეგ მოხდა, ყველაზე ნაკლებად მისი ბრალი
იყო; მეორე გოლის ეპიზოდში კი საკუთარი კარი გაგი მარგველაშვილმა აიღო.

ნიკოლოზ მალი - 5.0 - "საბურთალოს" მარჯვენა მცველი, სხვა შეხვედრების მსგავსად, აქტიური არ ყოფილა. მის ფლანგზე ძირითადად ვაგნერ გონსალვეში მოქმედებდა.

გაგი მარგველაშვილი - 4.0 - "საბურთალოს" კაპიტანმა ძალიან ცუდი პირველი ტაიმი ჩაატარა, ისევე, როგორც თითქმის მთელმა გუნდმა. გარდა საკუთარ კარში გატანილი გოლისა, ის ხშირად პოზიციურად ცდებოდა. მესამე გოლის ეპიზოდშიც მან საჰაერო ორთაბრძოლა მასზე დაბალ მეტოქესთან დათმო, რასაც გოლი მოჰყვა.

მარგველაშვილმა კარგი მეორე ტაიმი ჩაატარა და რამდენიმე ორთაბრძოლაც მოიგო, თუმცა რამდენჯერმე სახიფათო მომენტში დაკარგა კიდეც. საბოლოო ჯამში, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილი იყო.

გიორგი რეხვიაშვილი - 5.5 - ეს ცენტრალური მცველი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მას განსაკუთრებული ბრალი არცერთ გოლში არ მიუძღვის. გარდა ამისა, რეხვიაშვილმა უამრავი ორთაბრძოლა მოიგო, ბალახზეც, მეორე სართულზეც...

მეორე ტაიმში გიორგის, ალბათ, შეცდომა არ დაუშვია და თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ერთ-ერთ საუკეთესოდ.

ლუკა ლაკვეხელიანი - 6.0 - ძალიან კარგი იყო "საბურთალოს" 20 წლის მარცხენა მცველი. მშვენივრად ერთვებოდა შეტევებში, ამწვავებდა და გიორგი კოხრეიძესთან ერთად შესანიშნავ დუეტს ქმნიდა.

ლაკვეხელიანს ხშირად წესების დარღვევით აჩერებდნენ და მეტოქეს ბარათიც მიაღებინა.

და რაც მთავარია, ლაკვეხელიანის იდეალურ გადაცემას "საბურთალოს" ერთადერთი გოლი მოჰყვა.

სანდრო ალთუნაშვილი - 5.5 - კარგი მატჩი ჰქონდა სანდრო ალთუნაშვილს. მოედნის ცენტრში ბურთს კარგად იჭერდა და ანაწილებდა.

გეგა დიასამიძე - 4.5 - გეგა დიასამიძე აქტიურობდა, ჰქონდა მცდელობები, თუმცა რამდენჯერმე ბურთი დაკარგა და მეორე ტაიმში გიორგი კოხრეიძის გადაცემის შემდეგ კარს რამდენიმე მეტრიდან ააცილა.

თორნიკე გორგიაშვილი - 4.5 - დიასამიძის მსგავსად, აქტიურობდა, თუმცა საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია.

ვაგნერ გონსალვეში - 5.5 - ფრანგი ლეგიონერი ჩვეულად აქტიური იყო და საკუთარი ტექნიკის ხარჯზე ცდილობდა, მეტოქისთვის პრობლემები შეექმნა. პირველ ტაიმში იყო მომენტი, როდესაც მისი მისამართით გაკეთებულ გადაცემას არ გაეკიდა.

მან მეტოქის მცველებს არაერთი ჯარიმა ააღებინა, თუმცა რამდენიმე მომენტში პასის გაკეთება დააგვიანა.

საბოლოოდ, ვაგნერს კარგი თამაში ჰქონდა.

გიორგი კოხრეიძე - 6 - ეს ახალგაზრდა მოთამაშე თავისუფლად შეგვიძლია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დავასახელოთ.

კოხრეიძე, ალბათ, ერთადერთი იყო, რომელიც უღიმღამოდ ჩატარებულ პირველ ტაიმში "საბურთალოს" ნათელ წერტილად უნდა მივიჩნიოთ.

20 წლის შემტევი არ ერიდებოდა რამდენიმე მეტოქის მოტყუებას. მან მიაღებინა წითელი ბარათი მეტოქეს, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საბოლოო წარმატებაში.

მატჩის დამთავრების შემდეგ "შერიფის" დამრიგებელმა ზორან ზეკიჩმა გიორგის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

ოგნიენ როლოვიჩი
- 6 - როლოვიჩმა საკუთარი საქმე ორივე მატჩში შეასრულა - გოლი გაიტანა. აქტიური იყო გუშინდელ შეხვედრაშიც. იბრძოდა მეორე სართულზე და ხშირად იგებდა კიდეც. ბევრი მომენტი არ ჰქონია, თუმცა რაც შეექმნა, გამოიყენა.

ალვინ ტერა - შეფასების გარეშე
გიორგი გაბედავა - შეფასების გარეშე
ლაშა შინდაგორიძე - შეფასების გარეშე

გიორგი ჭიაბრიშვილი - 5.5 - საბოლოო ჯამში, გიორგი ჭიაბრიშვილი დადებითად უნდა შევაფასოთ. პირველ 10 წუთში ერთბაშად 3 გოლის გაშვების შემდეგ, "საბურთალომ" მოახერხა საკუთარი თამაშის პოვნა, მეორე ტაიმში კი ის ფეხბურთი შემოგვთავაზა, რასაც მისგან მეორე სეზონია ვხედავთ, რაშიც მთავარი მწვრთნელის წვლილი ძალიან დიდია.

P.S. თქვენი შეფასება კომენტარებში დაგვიწერეთ.

Sportall.Ge

altმატჩის კატასტროფული დებიუტის შემდეგ "საბურთალომ" "შერიფის" ბარიერის გადალახვა მოახერხა [VIDEO]

alt"შერიფის" მწვრთნელი: გიორგი კოხრეიძე "საბურთალოს" საუკეთესო ფეხბურთელია, მატჩის შემდეგ ვესაუბრე

altგიორგი ჭიაბრიშვილი: გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი

 

altკარგი ამბავი "საბურთალოსთვის" - ზაგრების "დინამო" უეფამ დასაჯა

altრამდენი მილიონი ლარი გამოიმუშავა "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგაზე?



მკითხველის კომენტარები / 17 /
კოხრეიძე ამ თამაშისთვის უფრო მეტ შეფასებას იმსახურებს, ვიდრე 6 (როლოვიჩსაც 6 აქვს და გოლის მიუხედავად, იგივე დონე არ უჩვენებია). პირველ ტაიმში მარტომ იბრძოლა რაც შეეძლო, ხასიათი გამოავლინა და მეორეში, როცა გუნდი ათამაშდა, თითქმის იდეალური იყო
valderrama
18 ივლისი 2019 13:41
0
მე მწვრთნელს მეკარეს კოხრეიძეს და რეხვიაშვილს გამოვარჩევდი. გონსალვეში კი ძან სუსტი ლეგიონერია
გოგა
18 ივლისი 2019 11:54
1
მთავარია ჩაწყობაში არ დადანაშაულდეს გუნდი.
H. B.
18 ივლისი 2019 11:41
0
პირველ 5 წუთში სამ გოლს რომ გაუშვებ,ეს ყველაზე ძნელი მეკარისთვისაა და ბარაქალა მეკარეს,რომ ამის შემდეგაც თავი არ დაკარგა და პირველივე ტაიმში,რამდენჯერმე გვიხსნა.კოხრეიძესთან ერთად მატჩის საუკეთესო მოთამაშედ,ის მიმაჩნია.მესამე ბურთი ძალიან ძნელი ასაღები იყო,ასეთებს,ძალიან ბევრი დიდი მეკარეც უშვებს.
სოსო
17 ივლისი 2019 19:26
0
ამ სტატიის ავტორს ნამუსი რომ ქონდეს აღარასდროს აღარაფერს აღარ დაწერდა. დიასამიძის შეფასება :))))))))
sergey
17 ივლისი 2019 19:23
4
როლოვიჩი შეინარჩუნეთ მაგარი ჟილკიანი და გულიანი ბიჭია და მეორე სართულზე და ზოგადად მაღალ ბურთებზე ხო ძალიან მაგარია
basket
17 ივლისი 2019 19:19
0
10 ბალიანიდან 5 რომ დაუწერ და იტყვი რომ კარგად ითამაშაო რანაირად ?

მთლიანობაში ძაან კარგად ითამაშა გუნდმა ალალად ეკუთვნოდა გასვლა.

ლეგიონერები მნიშვნელოვანად აძლიერებენ გუნდის თამაშს ეს გონსალესი და რულოვიჩი კარგები არიან ძაან.

შეცვლებმა დიდად ვერ გაამართლა, - შინდაგორიძე ფლანგზე დიდად ვერ ბრწყინავს, კენიერლ ბიჭს არა უშავდა.
Oto
17 ივლისი 2019 17:01
1
ვაგნერი ძალიან მაგარია, ერთადერთი წუნი გაბედავაზე არ გაკეთებული პასია თორე ისე კარგი თამაში ითამაშა, როლოვიჩიც თავის საქმეს აკეთებს კარგია ეგეც.
ესე მგონია ვაგნერს არ აფასებენ სათანადოდ ფანები. ძალიან მაგარი ბიჭია, წინა წელს მაგ შერიფის მარცხენა მცველს ტორპედოს ვერცერთი ფეხბურთელი ცდებოდა და აქ ათრია შავმა კაცმა ერთიერთზე სულ ცდებოდა.
nika
17 ივლისი 2019 17:33
1
რატომ ხდება რომ ჩვენი მცველები, არამნიშვნელოვან სიტუაციებში ჯარიმდებია ისე, რომ პირიქით უფრო უარესი მოენტი იქმნება. მაგალითად, მეკარის სეივის წინ, მეორე ტაიმის ბოლოს, უბრალო, არაფრისმომცემ სიტუაციაში დაჯარიმდა გაგი, თან მგონი ყვითელიც მიიღო. შედეგად გოლი კინაღამ მივიღეთ. მერე ან გადავარჩენდით თამაშს ან არა. არა არის საჭირო ესეთი უაზრო, სახიფათო ჯარიმების აკიდება.
ჰაჰა
17 ივლისი 2019 16:51
0
დიასამიისგან ასეთ სუსტ ტამაშს არ ველოდი და ყველაფერთან ერთად, ძალიან არასპორტულად იქცეოდა საკუტარი თანაგუნდელების მისამართით, ასეთი უაზრო ბლატნოი ტიპები გუნდში სიტუაციას აფუჭებენ
gio
17 ივლისი 2019 16:27
1
რა თქმა უნდა გუშინ ცხელ გულზე თავიდან ძალიან გაბრაზებული ვიყავი 10 წუთში 3 გოლზე , მაგრამ ამას ბევრი ფაქტორი აქვს.
პირველი გოლის მერე ავტოგოლი და აიჭრა გუნდი . პირველი საშინაო მატჩი ევროთასებზე და ამდენი გულშემატკივარი მოვიდა ეს კი დიდი წნეხი იყო . თან როდესაც გუნდმა ორი გაუშვა ისეთი სიწყნარე ჩამოწვა ავბედითი მოედანზე ნაცვლად იმისა რომ დაემუხტათ ბიჭები. საბოლოო ჯამში მივიღეთ ის რაც მივიღეთ უმძიმესი პირველი ტაიმი .
გონსალვეში წელს აშკარად ვერ არის იმ ფორმაში წინა წელს რომ იყო.
ამას გარდა რატომღაც არ გამოიყენეს შორიდან დარტყმები მიუხედვად იმისა რომ ცხადი იყო მეკარე შერიფის დიდი ვერაფერი ვერაა.
ასევე პრობლემა ბურთის ზედმეტი თრევა. მივლენ საჯარიმოსთან და ნაცვლად დარტყმისა ფაფხურობენ.
საბოლოო ჯამში გავედით და ისიც იმიტომ რომ შერიფი ვერ არის ვერაფერი გუნდი . რომ არა ფდიქოლოგიური ჩავარდნა შერიფი ვერ გაიტანდა 1ზე მეტს .
წინ დინამო ზაგრები გველოდება და იმედი მაქვს იქ უკვე ოდნავ მეტი სილა იქნება თამაშში.
ასევე დღეს სხვა ქართულ გუნდებს წარმატებებს ვუსურვებ
მიხაელ
17 ივლისი 2019 16:18
1

სიახლეები პოპულარული