10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში

AutoSharing Option
თბილისის "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ტირასპოლის "შერიფთან" 1:3 დათმო, თუმცა ორი მატჩის ჯამში 4:3 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე ზაგრების "დინამოს" დაუპირისპირდება.

Sportall.ge გთავაზობთ "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასებას 10-ბალიანი სისტემით მიხედვით.

ომარ მიგინეიშვილი - 5.0 - სამი გაშვებული გოლის მიუხედავად, ვეტერან მეკარეს არცთუ ისე ცუდი შეხვედრა ჰქონდა. მას ბრალი მხოლოდ მესამე გაშვებულ გოლში შეგვიძლია დავდოთ, თუმცა ის ბურთიც ურთულესი ასაღები იყო.

პირველი გოლის დროს მიგინეიშვილმა ახლო მანძილიდან დარტყმული  ბურთი მოიგერია და რაც შემდეგ მოხდა, ყველაზე ნაკლებად მისი ბრალი
იყო; მეორე გოლის ეპიზოდში კი საკუთარი კარი გაგი მარგველაშვილმა აიღო.

ნიკოლოზ მალი - 5.0 - "საბურთალოს" მარჯვენა მცველი, სხვა შეხვედრების მსგავსად, აქტიური არ ყოფილა. მის ფლანგზე ძირითადად ვაგნერ გონსალვეში მოქმედებდა.

გაგი მარგველაშვილი - 4.0 - "საბურთალოს" კაპიტანმა ძალიან ცუდი პირველი ტაიმი ჩაატარა, ისევე, როგორც თითქმის მთელმა გუნდმა. გარდა საკუთარ კარში გატანილი გოლისა, ის ხშირად პოზიციურად ცდებოდა. მესამე გოლის ეპიზოდშიც მან საჰაერო ორთაბრძოლა მასზე დაბალ მეტოქესთან დათმო, რასაც გოლი მოჰყვა.

მარგველაშვილმა კარგი მეორე ტაიმი ჩაატარა და რამდენიმე ორთაბრძოლაც მოიგო, თუმცა რამდენჯერმე სახიფათო მომენტში დაკარგა კიდეც. საბოლოო ჯამში, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილი იყო.

გიორგი რეხვიაშვილი - 5.5 - ეს ცენტრალური მცველი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მას განსაკუთრებული ბრალი არცერთ გოლში არ მიუძღვის. გარდა ამისა, რეხვიაშვილმა უამრავი ორთაბრძოლა მოიგო, ბალახზეც, მეორე სართულზეც...

მეორე ტაიმში გიორგის, ალბათ, შეცდომა არ დაუშვია და თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ერთ-ერთ საუკეთესოდ.

ლუკა ლაკვეხელიანი - 6.0 - ძალიან კარგი იყო "საბურთალოს" 20 წლის მარცხენა მცველი. მშვენივრად ერთვებოდა შეტევებში, ამწვავებდა და გიორგი კოხრეიძესთან ერთად შესანიშნავ დუეტს ქმნიდა.

ლაკვეხელიანს ხშირად წესების დარღვევით აჩერებდნენ და მეტოქეს ბარათიც მიაღებინა.

და რაც მთავარია, ლაკვეხელიანის იდეალურ გადაცემას "საბურთალოს" ერთადერთი გოლი მოჰყვა.

სანდრო ალთუნაშვილი - 5.5 - კარგი მატჩი ჰქონდა სანდრო ალთუნაშვილს. მოედნის ცენტრში ბურთს კარგად იჭერდა და ანაწილებდა.

გეგა დიასამიძე - 4.5 - გეგა დიასამიძე აქტიურობდა, ჰქონდა მცდელობები, თუმცა რამდენჯერმე ბურთი დაკარგა და მეორე ტაიმში გიორგი კოხრეიძის გადაცემის შემდეგ კარს რამდენიმე მეტრიდან ააცილა.

თორნიკე გორგიაშვილი - 4.5 - დიასამიძის მსგავსად, აქტიურობდა, თუმცა საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია.

ვაგნერ გონსალვეში - 5.5 - ფრანგი ლეგიონერი ჩვეულად აქტიური იყო და საკუთარი ტექნიკის ხარჯზე ცდილობდა, მეტოქისთვის პრობლემები შეექმნა. პირველ ტაიმში იყო მომენტი, როდესაც მისი მისამართით გაკეთებულ გადაცემას არ გაეკიდა.

მან მეტოქის მცველებს არაერთი ჯარიმა ააღებინა, თუმცა რამდენიმე მომენტში პასის გაკეთება დააგვიანა.

საბოლოოდ, ვაგნერს კარგი თამაში ჰქონდა.

გიორგი კოხრეიძე - 6 - ეს ახალგაზრდა მოთამაშე თავისუფლად შეგვიძლია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დავასახელოთ.

კოხრეიძე, ალბათ, ერთადერთი იყო, რომელიც უღიმღამოდ ჩატარებულ პირველ ტაიმში "საბურთალოს" ნათელ წერტილად უნდა მივიჩნიოთ.

20 წლის შემტევი არ ერიდებოდა რამდენიმე მეტოქის მოტყუებას. მან მიაღებინა წითელი ბარათი მეტოქეს, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საბოლოო წარმატებაში.

მატჩის დამთავრების შემდეგ "შერიფის" დამრიგებელმა ზორან ზეკიჩმა გიორგის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

ოგნიენ როლოვიჩი
- 6 - როლოვიჩმა საკუთარი საქმე ორივე მატჩში შეასრულა - გოლი გაიტანა. აქტიური იყო გუშინდელ შეხვედრაშიც. იბრძოდა მეორე სართულზე და ხშირად იგებდა კიდეც. ბევრი მომენტი არ ჰქონია, თუმცა რაც შეექმნა, გამოიყენა.

ალვინ ტერა - შეფასების გარეშე
გიორგი გაბედავა - შეფასების გარეშე
ლაშა შინდაგორიძე - შეფასების გარეშე

გიორგი ჭიაბრიშვილი - 5.5 - საბოლოო ჯამში, გიორგი ჭიაბრიშვილი დადებითად უნდა შევაფასოთ. პირველ 10 წუთში ერთბაშად 3 გოლის გაშვების შემდეგ, "საბურთალომ" მოახერხა საკუთარი თამაშის პოვნა, მეორე ტაიმში კი ის ფეხბურთი შემოგვთავაზა, რასაც მისგან მეორე სეზონია ვხედავთ, რაშიც მთავარი მწვრთნელის წვლილი ძალიან დიდია.

P.S. თქვენი შეფასება კომენტარებში დაგვიწერეთ.

Sportall.Ge

altმატჩის კატასტროფული დებიუტის შემდეგ "საბურთალომ" "შერიფის" ბარიერის გადალახვა მოახერხა [VIDEO]

alt"შერიფის" მწვრთნელი: გიორგი კოხრეიძე "საბურთალოს" საუკეთესო ფეხბურთელია, მატჩის შემდეგ ვესაუბრე

altგიორგი ჭიაბრიშვილი: გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი

 

altკარგი ამბავი "საბურთალოსთვის" - ზაგრების "დინამო" უეფამ დასაჯა

altრამდენი მილიონი ლარი გამოიმუშავა "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგაზე?



მკითხველის კომენტარები / 17 /
ნიკა მალზე ვერ დაგეთანხმებით ერთ-ერთი უსუსტესი წერტილი იყო რა მომენტი ვერ გამოიყენა თან და ასევე ვაგნერზე მეორე ტაიმში გამოსწორდა თორე 1 ტაიმიდან გასაყვანი იყო ისე ცუდად ითამაშა იქ გაბედავაზე პასი რომ არ გააკეთა კარგი ქნა ჭიაბრიშვილმა რომ შეცვალა მაშინვე გორგიაშვილი ძალიან სუსტია ასეთი მატჩებისთვის და ზოგადად საბურთალოს საყრდენები სჭირდება ალვინ ტერაც უსუსტესია შემოეყვანა კაკუბავა ხოლო დიასამიძე უფრო სერიოზულად უნდა მიუდგეს საქმეს ზოგ მომენტში ისე თამაშობდა გეგონება უბანში პატარა ბავშვებთან ღადაობსო მთლიანობაში ზაგრებთან გვაქვს შანსი უბრალოდ ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ
1
სანამ ასეთ შეფასებებს დადებთ, არ დამეზარება რომ დავწერო, ესე საკუთარი მოსაზრებიდან ნუ გამოგაქვთ დასკვნები და ნუ წერტ ქულებს აგის შესაბაისად. თუ კლუბი არ გაძლევთ ოფიციალურ ინფორმაციას, თქვენთვითონ უყურეთ ათჯერ ოცჯერ თამაშის ჩანაწერს და დადეთ სტატისტიკა, ვინ რამდენი ზუსტი/არაზუსტი პასი გააკეთა, რამდენი ორთაბრძოლა მოიგო/წააგო, რამდენი შეტევა წამოიწყო/ჩაჭრა და ა.შ. სხვა შემთხვევაში არის უბრალოდ პირადი აზრის დაფიქსირება. მადლობა
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული