"ტვენტეს" ტექნიკურმა დირექტორმა ტედ ვან ლიუვენმა, რომელიც გიორგი აბურჯანიას "ანორთოსისში" ყოფნის პერიოდში კვიპროსული კლუბის ტექნიკური დირექტორი იყო, ქართველი ფეხბურთელის დამატების შესახებ ისაუბრა.
"დიდი ხანია გიორგი აბურჯანია "ტვენტეს" გულშია. ის გასული სეზონის განმავლობაში ჩვენს თამაშს თვალს ადევნებდა. აბუს აქ თამაში ნამდვილად სურდა, თუმცა "სევილიადან" მისი წამოყვანა მარტივი არ ყოფილა.
მათმა ტექნიკურმა დირექტორმა მონჩიმ, როგორც იქნა, მოგვცა ჩვენც და აბუსაც შესაძლებლობა, ერთად ვყოფილიყავით", - განაცხადა ტედ ვან ლიუვენმა.
24 წლის ნახევარმცველმა "ტვენტესთან" ორწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.
აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიურ კლუბს გონსალო გარსია წვრთნის, რომელიც "ანორთოსისში" ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი იყო.