#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

კახა ჩხეტიანი: უფლის წყალობით, ვითამაშებთ ისეთ თამაშს, როგორიც საჭიროა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში შიმკენტის "ორდაბასისთან" გასამართი მატჩის წინ ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ვემზადებით. გავაანალიზეთ წინა მატჩი. უფლის წყალობით, ვითამაშებთ ისეთ თამაშს, როგორიც საჭიროა.

გრიგოლ დოლიძე გუნდთან ერთად ემზადება. ვფიქრობ, რომ 90 წუთისთვის არა, მაგრამ მზად არის, გუნდს დაეხმაროს, ამის ძალა შესწევს. მინდა ყველა ფეხბურთელს მადლობა ვუთხრა. სერიოზულად ემზადებიან და გათავისებული აქვთ ის პასუხისმგებლობა, რაც აქვთ და მაქსიმუმს გაიღებენ.

ის წარმატებები, რასაც გუნდმა მიაღწია, გულშემატკივრის დამსახურებაა, მათ გარეშე ნახევარსაც ვერ შევძლებდით. იმედი
მაქვს, ხვალ ბევრი ქართველი იქნება მოედანზე. ეს ძალიან გვესაჭიროება.

ვფიქრობ, შეგვწევს ძალა, მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. ფეხბურთელების და გულშემატკივრების წვლილი ძალიან დიდია.

მთლიანობაში "ორდაბასი" კარგად დაკომპლექტებული გუნდია. კონტრშეტევაზე ძალიან კარგად თამაშობენ. ეს შიდა ჩემპიონატში ასპარეზობაზეც აისახება. ჰყავთ კარგი დაცვის და შეტევის ხაზი.

ხვალ ყველაფერს ვეცდებით, წინასწარ არ გვაქვს დაგეგმილი. ვეცდებით იმას, რაც შედეგს მოგვიტანს. წინა შეხვედრაში მოწინააღმდეგემ გვაიძულა, გვეთამაშა ისე, როგორც ვითამაშეთ. ვნახოთ, რის საშუალებას მოგვცემს მეტოქე.

ფეხბურთი ორ კვირაში არ დგება. მჯერა ამ ბიჭების ნიჭიერების. ისინი ძალიან სერიოზულად უდგებიან ამ ყველაფერს. გუნდის აწყობას წლები სჭირდება, მე მათი მონდომების მჯერა."

ქუთაისის "ტორპედოსა" და "ორდაბასის" დაპირისპირება 18 ივლისს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრის ხილვა "პირველ არხზე" შეგეძლებათ.

Sportall.Ge

alt "ტორპედო" "ორდაბასისთან" 0:1 დამარცხდა და უშანსოდ არ არის [VIDEO]

alt"ტორპედო" გულშემატკივრებს "ორდაბასისთან" მატჩზე მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ასევე დაგაინტერესებთ