სოსო ფრუიძის პრაგმატულმა "ჩიხურამ" "ფოლას" ბარიერი უპრობლემოდ გადალახა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 ივლისს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის განმეორებით მატჩში "ჩიხურამ" ლუქსემბურგის "ფოლას" 2:1 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

სტუმრად გამარჯვების (2:1) შემდეგ, საჩხერული გუნდის მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ თქვა, ნეტა პირველ ნომრად თამაში მოისურვოს მეტოქემ, მაგრამ ეს არ შეუძლიაო. შეხვედრა მშვიდად, დაბალ ტემპში დაიწყო, როგორც მოსალოდნელი იყო, უპირტესობას მასპინძლები დაეუფლნენ და შეუტიეს. შეუტიეს უხიფათოდ. თამაში  თვალსასეირო ნამდვილად არ იყო.

25-ე წუთზე კი "ჩიხურამ" პირველივე სახიფათო მომენტი გამოიყენა - სარდალიშვილმა ზუსტად უპასა არდაზიშვილს და მან თავის ახალ გუნდში პირველი გოლი გაიტანა, ხოლო 32-ე
წუთზე მუჰამეროვიჩმა მოედნის ცენტრში უკნიდან სახიფათო ვარდნაში დეკანოიძე მოცელა და მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. ამით ისედაც გადაწყვეტილი ორრაუნდიანი პაექრობის ბედი საბოლოოდ გადაწყდა.

მოკლედ, ფრუიძის ძალიან პრაგმატულმა სტრატეგიამ შედეგი გამოიღო. სწორედ ამაში მდგომარეობს მწვრთნელის როლი ფეხბურთში - სწორად გათვალოს ყველაფერი და შედეგი მიიღოს. მართალია, თამაში ვერ გახლდათ მთლად საამოდ საცქერი და მოწინააღმდეგეც ვერ იყო მაღალი დონის, მაგრამ როგორც იტყვიან, მიზანი ამართლებს საშუალებას.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა და ყველაზე აქტიურმა სარდალიშვილმა მეორედ დაამწუხრა კაბრალი. ბოლოს მამასახლისმა საჯარიმოში "ფოლას" თავდამსხმელი წააქცია, სინანმა პენალტი გამოიყენა და მატჩი 2:1 დასრულდა.

ასე და ამგვარად, "ჩიხურამ" ლუქსემბურგული ბარიერი უპრობლემოდ გადალახა და შემდეგ ეტპზე "აბერდინსა" და "როვანიემის" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

თბილისი. "დინამო არენა"
ჩიხურა - ფოლა 2:1
გოლები: 1:0 არდაზიშვილი (25), 2:0 სარდალიშვილი (74), 2:1 სინანი (89, პენ)
გაძევება: მუჰამეროვიჩი (32)

ჩიხურა: ჰამზიჩი, მამასახლისი, მაისაშვილი, კორიფაძე, კაშია (ჩიტეიშვილი 76), დეკანოიძე, სარდალიშვილი, ჩიხლაძე, ჩიკვაიძე, არდაზიშვილი (ერგემლიძე 67), ფანცულაია

ფოლა: კაბრალი, ბერნარდი, კორალი, მუჰარემოვიჩი, კარონი (დრიფი 46), ფრერე (ჰაჯი 75), საკრასი, სინანი, მერში (ქუასიერო 67), კლაინი, სეიდი

alt"ფოლას" მწვრთნელი: ჩვენს გუნდებს შორის დიდი განსხვავება არაა - "აბერდინი" გაცილებით ძლიერია

altსოსო ფრუიძე: ასეთი თამაშით კარგი გუნდის დამარცხება გაგვიჭირდება

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 12 /
მე ამ გასვლას,უპრობლემოს ვერაფრით დავარქმევ.ენერგიის მაქსიმალურმა დაზოგვამ,საბოლოო ჯამში ორი კაცის ტრავმა და ჩვენი მცველების გაფრთხილებები მოგვიტანა.ღმერთმა ქნას ტრავმები არასერიოზული აღმოჩნდეს,მაგრამ გაფრთხილები აუცილებლად შეგვახსენებს თავს მომდევნო წრის განმეორებით მატჩში.
სოსო
13:01 18-07-2019
1
გასაგებია რომ რთული სიტუაციაა და ლეგიონერი ვერ ჩამოგყავთ, მაგრამ თუნდაც მახარობლიძის შენარჩუნება 1 თვით, რთული იყო? ყველაზე მეტ გოლს ეგ იტანდა. გაკოტრებულმა ტორპედომ მოახერხა საჭირო ფეხბურთელების დამატება და თქვენ როგორ ვერ ახერხებთ? წარმოუდგენელია. იმ ნორმალურ ქართველ ფეხბურთელსაც ხომ აწყობს რომ მეორე ეტაპზე ითამაშოს და თავი გამოიჩინოს? რამდენი იქნება ასეთი, გორის დილაში, სიონში, ლოკომოტივში და ა.შ. ქვეყანას წარმოადგენთ და რას ქვია ფეხბურთელს ვერ იმატებთ? ცოტა მეტი განმარტებაა საჭირო ესეთ შემთხვევაში
სოსოვ
11:08 18-07-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული