#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა 2-ის "შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა - ამის შესახებ თბილისური კლუბი "ფეისბუქზე" წერს.

მან აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ნემსაძე შეცვალა, რომელიც მუშაობას გორის "დილაში" აგრძელებს.

დარასელიას სხვადასხვა დროს გორის "დილაში", ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში", "ზუგდიდსა" და ქუთაისის "ტორპედოში" უმუშავია.

ახალ მწვრთნელთან ერთად "შევარდენი" შეკრებას უკრაინაში გაივლის და ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

"იუნკერების" მეტოქეები კიევის "არსენალი", ლვოვის "კარპატი", დონეცკის "ოლიმპიკი" და კიევის "ობოლონი" იქნებიან.