#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

გიორგი კოხრეიძე: თუ ეს გავაკეთეთ, ზაგრების "დინამოსთან" მოვიგებთ

AutoSharing Option
თბილისის "საბურთალოს" ნახევარმცველი გიორგი კოხრეიძე "შერიფთან" მატჩის (1:3) შემდეგ კლუბის ვებგვერდს ესაუბრა, რასაც უცვლელად გთავაზობთ.

- გიორგი, შეაფასეთ ტირასპოლის "შერიფთან" მატჩები...
- პირველ შეხვედრაში ჩვენ უფრო მოტივირებულები და მონდომებულები გავედით მინდორზე, კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ და დამსახურებულად მოვიგეთ. როგორც ჩანს, მეტოქემ არ დაგვაფასა სათანადოდ.

თბილისურ შეხვედრაში სულ სხვა "შერიფი" ვიხილეთ, მეტოქემ თავისი ძალა დაგვანახა. მიუხედავად იმისა, რომ 0:3 ვაგებდით, გამოვნახეთ ძალები და მატჩის ჩვენთვის სასურველი ანგარიშით დასრულება მოვახერხეთ. ძალიან რთული, დაძაბული და საინტერესო მატჩი იყო, ემოციებით სავსე. მიხარია, რომ ეს ბარიერი
დავძლიეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით.

- როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე შეძლო "საბურთალომ" შემდეგ ეტაპზე გასვლა?
- უფრო მონდომებულები, მოტივირებულები ვიყავით, ვიდრე მოწინააღმდეგე. ბევრი ვიბრძოლეთ, ვიშრომეთ და დაგვიფასდა. ჩვენთან შედარებით "შერიფი" გამოცდილი კლუბია, მაგრამ კონკრეტულ შეხვედრაში ჩვენ უკეთესად მოვემზადეთ და დამსახურებულად გავედით მეორე ეტაპზე.

- თბილისური მატჩის დასრულების შემდეგ "შერიფის" მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა კომპლიმენტები მოგიძღვნათ…
- სასიამოვნო იყო, გამიხარდა ძალიან.

- რამდენიმე დღეში "საბურთალოს" მორიგი გამოცდის ჩაბარება უწევს, ამჯერად მეტოქე ბევრად ძლიერია. როგორია ზაგრების "დინამოსთან" მოლოდინი?
- მომავალი მოწინააღმდეგე იმაზე ძლიერია, ვიდრე "შერიფი". "დინამო" ისტორიული და ბევრად გამოცდილი კლუბია, სისტემატურად თამაშობს ჩემპიონთა თუ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. თუ ვითამაშეთ ჩვენი ფეხბურთი და მწვრთნელის დავალებები მაქსიმალურად შევასრულეთ, დარწმუნებული ვარ, მოვიგებთ.

- თქვენ "საბურთალოს" აღზრდილი ხართ. გაიხსენეთ ბავშვობის დრო, როგორ დაიწყო თქვენი კარიერა "საბურთალოში"?
- თავიდან 1998-წლიანების მესამე გუნდში ვთამაშობდი, თუმცა ყოველთვის მჯეროდა, რომ მოვუმატებდი და დამაწინაურებდნენ. რამდენიმე წლის წინ კარგი სეზონი ჩავატარე. შემდეგ "სალერის თასზე" თავის გამოჩენის შესაძლებლობა მომცეს. უკრაინული "დნიპროს" მატჩის დასრულების შემდეგ პირველ გუნდში ვარჯიშის შანსი მომეცა. მას შემდეგ "საბურთალოს" მთავარი გუნდის ფეხბურთელი ვარ.

- წარმოიდგენდით, რომ "საბურთალო" ჯერ ქვეყნის ჩემპიონი გახდებოდა, შემდეგ ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპს გადალახავდა?
- პირველ ლიგაში რომ ვთამაშობდით, ისე მიდიოდა საქმე, ვგრძნობდი, რომ უმაღლეს ლიგაში გადავიდოდით. "საბურთალოში" ამბიციური და კვალიფიციური ხალხი მუშაობს. მჯეროდა, რომ ქვეყნის ჩემპიონები გავხდებოდით, თუმცა რამდენიმე წლის მერე. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ვითამაშებ. კარგი იქნება, თუ "საბურთალოს" შემადგენლობაში იქნება.

altმატჩის კატასტროფული დებიუტის შემდეგ "საბურთალომ" "შერიფის" ბარიერის გადალახვა მოახერხა [VIDEO]

alt"შერიფის" მწვრთნელი: გიორგი კოხრეიძე "საბურთალოს" საუკეთესო ფეხბურთელია, მატჩის შემდეგ ვესაუბრე

alt10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში

 

Sportall.Ge

ასევე დაგაინტერესებთ