"ტორპედოსა" და "ორდაბასის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

AutoSharing Option
18 ივლისს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის პირველი ტაიმი "ტორპედოსა" და "ორდაბასის" შორის 0:0 დასრულდა.

"ტორპედომ" პირველი მატჩი სტუმრად 0:1 წააგო, რაც საგანგაშო ნამდვილად არ გახლდათ, ვინაიდან რბილად რომ ვთქვათ, არც "ორდაბასი" წყვეტს ციდან ვარსკვლავებს, მაგრამ გუნდის ლამის სრულად გადახალისების და შეუთამაშებლობის გამო პრობლემას წარმოადგენდა, რამეთუ შეტევაში თავი ვერაფრით წარმოაჩინა და თბილისში მინიმუმ ერთი გოლი ჰქონდა გასატანი. მეტოქე მშვიდად დაუხვდებოდა და შანსის გამოყენებას შეეცდებოდა. გოლის გაშვება კი მასპინძელთათვის კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა.

"ტორპედომ" დებიუტში პრესინგს მიმართა, შეუტია, დოლიძემ შორიდან დაარტყა
კიდეც, მაგრამ არაზუსტად. ცოტა ხანში მასვე ჰქონდა ჩინებული შანსი, თუმცა ახლო მანძილიდან გოლის გატანა მეკარემ არ დაანება. ამის შემდეგ თამაში დაწყნარდა, სტუმრები თავს იცავდნენ და იშვიათად გადადიოდნენ კონტრიერიშებზე.

პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
ტორპედო - ორდაბასი

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, ჭიჭინაძე, ნადარაია, ნებიერიძე, ცინცაძე, ფონიავა, კობახიძე, კაპანაძე, დოლიძე

ორდაბასი: ნეპოგოდოვი, ფონტანელო, მალი, ერლანოვი, ბისტროვი, კოვალჩუკი, დიახატე, მალანგუ, დოსმაგამბეტოვი, ჟოაო პაულუ, შეტკინი

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდით ბიჭებო ერთი გოლიც და პენლებში მოვიგებთ
ტოტტი
21:59 18-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული