"დინამომ" "ენგორდანს" ისევ სძლია და შემდეგი ეტაპის საგზური ნოტარიულად გაიფორმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 ივლისს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში თბილისის "დინამომ" ანდორაში "ენგორდანი" 1:0 დაამარცხა.

თბილისში 6:0 გამარჯვება "დინამოს" მშვიდად ყოფნის საფუძველს აძლევდა და მწვრთნელმა ფელის ვისენტემ თქვა, რომ შეიძლებოდა ანდორაში შანსი ახალწვეულებისთვის მიეცა. ასეც მოიქცა.

პირველი ტაიმი საშუალო ტემპში მიმდინარეობდა. უპირატესობას "დინამო" ფლობდა, უფრო მწვავედ და ხშირად უტევდა, რამდენიმე მომენტიც ჰქონდა, მაგრამ ხან ჩვენი შემტევები ვერ ვარგობდნენ დამაგვირგვინებელ ფაზაში და ხან მეკარე რუბიო იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

მე-40 წუთზე კი მასპინძლებს შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, როდესაც საჯარიმო შეასრულეს და პერალესმა იხსნა თავისი
გუნდი.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა, "დინამოს" უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და მეჯუბის გოლით დასრულდა. შემდეგ შეცვლაზე შესულმა ქავთარაძემ ვერ გამოიყენა ურეალურესი მომენტი და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

"დინამო" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ "გაბალას" შეხვდება. პირველი მატჩი აზერბაიჯანში 25 ივლისს, განმეორებითი კი 1-ელ აგვისტოს თბილისში ჩატარდება.

ანდორა. "კომუნალი"
ენგორდანი - დინამო 0:1
გოლი: მეჯუბი (81)

ენგორდანი: რუბიო, ბრიტო (ვარელა 89), რუისი, ბოუჰარმა, სპანო, ლაფონტი (ლაბორდა 72), სოარესი, აგუერო, სერა, გომესი (პეპე 87), ფერე

დინამო: პერალესი, რუხაია, მეჯუბი, კობოური, კაპლიენკო, ქარდავა, ზარია (კუხიანიძე 74), შულაია (ქავთარაძე 57), დაფე, შიშკა (ნინუა 60), კუტალია

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
---რაღაც ღირსეული რომ გამოიმუშავო უნდა სათანადოდაც გაისარჯო. რა ?შვიდთვიანებივით მოუკლავი დათვის ტყავს იყოფთ სულწასულო რეფორთიორებო და ბიჭების და გუნდების ფულების თვლა არაა სამედიო პროფესიონალების პირველადი ამოცანა ,წერეთ რა გზებით წავიწიოთ წინ ყოფაშიც ,და სპორტშიც თუ სხვა საქმეშიც...კონკრეტულად. საბურთალომ და საჩხერემ მეორე კვალიფიკაცია , "წითელი ვარსკვლავი " და "დენდი-წითლები" რომ დასძლიონ გასვლაზე როგორმე არ უნდა განადგურდენ , სახლში კი სტადიონები უფასოდ უნდა შეავსოთ- უ ფ ა ს ო დ და აუცილებლად საჩხერელებით ჩიხურას თამაშისას და თბილისელებით საბურთალოს თამაშისას და დღეს კი ტორპედომ რომ მოიგოს სტადიონი უნდა შეივსოს და აუცილებლად ქუთათურებით თუ თბილისHი Iთამაშებენ და რაც მთავარია უფასოდ და ქუთაისიდან გულშემატკივართა ჩამოყვანით ქალაქის ხარჯებით და ქუთაისური-ნაღდი ქართულად გულშემატკივრობით პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე მიუხედავად თუნდაც ცხადაძის გუნდზე სუსტად თამაშისა მონაკვეთებში, თუ ასე იქნება გუნდი გავა,მეთორმეტე მოთამაშით ...თუ არა და ცხადაძის დღევანდელი გუნდი ობიექტურად ძლიერია დღესდღეობით ,ტორპედოზე...ცხადაძეს კი როგორც უ ყვარს ქვეყანა, ჯერ აზერბაიჯანის გუნდებში წასვლისას გამოჩნდა, და ეხლა ყაზახეთის....ცხადაძესაც,ქეცბაიასაც,არველაძესაც.....და ჩვენგან უმრავლესობას დალარები უყვართ უფრო, ვიდრე,,,,, და ობიექტურად , გულშემატკივარს რომ სწადს, იმგვარი სანაკრებო დონის მწვრთნელები მაინც ვერ არიან...გვარდიოლასა,ჰიგინგის,ფერგიუსონის...დონის მწვრთნელი გვჭირდება ეროვნულ ნაკრებში, უფრო სწორად ამგვარი მწვრთნელების, ფეხბურთის გაძღოლის უნარით ზენიტში, მათი ყოფნისას დროს. ერთი ორი წლით მაინც, საბურთალოსნაირი და ჩიხურასნაირი ციებ-ცხელებები რომ არ გვემართებოდეს დრო და დრო.ეროვნულ ნაკრებს კი ევროპაში საშუალო დონის ქოაჩებით ხომ, დრო და დრო კი არა სულ აჟრიალებს ჩვენდა საუბედუროდ-მწვრთნელები ვერ გვყვავს სათანადო და სელექცია აღზრდაც მოიკოჭლებს ათწლობით და უფრო მეტ ხანსაც,თორემ თვითნაბადი ნიჭიერი ბიჭები არასდროს გვაკლდა არც ფეხბურთში დარც არსად....
Gvtaebrivi qari

Kamikadze
08:42 19-07-2019
6
Nოტარიულდად გამოფანდურებულებო !არ გიყვართ სამშობლო ფაქტებითაა მტკიცებული.ფეხბურთის ფედერაციაშიც არ გძალუძთ სამომავლოდ ხედვით წინსვლა ,კლუბებშიც რაღაც უცნაურობები ხდება უჭკუობით და მუდმივად უსახსრობით ტელევიზიაც და ვიდეო საიტებიც კონკურენციიც გარეშე უვარგის ტრანსლირებებს აკეთებენ,მაყურებლის ნორმალურად კეთილსინდისიერად მომსახურეობით,კომენტატორებიც "თეორიული სპეციალისყები" ვერ ქაჩავენ კომენტირება მატჩებისას სულ მანდრაჟში არიან ვაი უიში კომენტირებისას...არავინ არავის ყურს არ უგდებს არავის წლიდან წლამდე ერთი და იგივე ქაქანი ყველა მხრიდან ონლაინ საიტები დაბალი დონისაა"სპეციალისტებიანად"."ბრძოლამდე" არავინ არაფრის მრჩეველია,"ბრძოლის "შემდგომ გაგიხარია - ერთი და იგივე კომენტატორები ლაიქებისა და დიზლაიქების, როგორც მოეპრიანენათ დასმით -არაობიექტურად მესიჯის არსის მიმართ და მედიატორებიც რასაც სურთ ბეჭდავენ და რაც არ სურთ არა, Yავიანთი სუბიექტურად დასკვნით,საიტის ვითომ ეთიკის აკრძალვებს ამოფარებულნი.მასიურად ხალხი არ დებს თავის აზრს საჯაროდ არც სპორტის გარშემოდა არც.....ესეიგი სიდუღჭირეა ქვეყანაში ამMთავრობის იტვინობით და მოსახლეობის უმრავლესობა ლუკმა-პურს ძლივს შოულობს და ტორპედოს თუ დინამოს შიგ ინტრიგები გუნხების მესვეურთა უტვინობებით წვეული არც აინტერესებთ--- ამ სამი ტირეს მერე მესიჯი ამ კვალიფიკაციური ციკლის წინ დავბეჭდე მაგრამარავნაა გამგონი იმქვეყანაში საფა ძაღლების ნაცვლად ,კატას აყეფებდენო--
Kamikadze
08:38 19-07-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული