კახა ცხადაძე: შემდეგ ეტაპზე ვერგასვლა ჩვენთვის კატასტროფა იქნებოდა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "ტორპედოს" დამარცხების (2:0) შემდეგ კომენტარი "ორდაბასის" მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გააკეთა:

"თავიდან ცოტა გაგვიჭირდა. პირველ ტაიმში ბურთის ამოტანისას რამდენჯერმე შეცდნენ ჩემი ფეხბურთელები და "ტორპედოს" მომენტები შეექმნა. თუმცა, შესვენებაზე ვისაუბრეთ ამაზე და მეორე ტაიმი სულ სხვანაირად ვითამაშეთ.

ჩემს ფეხბურთელებს მადლობას გადავუხდი და მივულოცავ წარმატებას.

რაც შეეხება "ტორპედოს", გუნდი ძალიან მალე არ შენდება, შეუძლებელია ამის გაკეთება. თუმცა ნიჭიერი ბიჭები არიან და დარწმუნებული ვარ, ჩხეტიანი კარგ გუნდს დააყენებს, რადგან პროგრესირებადი მწვრთნელია.

გუნდში დიდი მოთხოვნები იყო, მოლოდინებიც, რადგან კარგი
ფეხბურთელები მოვიყვანეთ. შემდეგ ეტაპზე ვერგასვლა ჩვენთვის კატასტროფა იქნებოდა და ბუნებრივია, ჩვენ მიმართ პრეტენზიებიც გაჩნდებოდა.

თუმცა, მინდა აღვნიშნო ერთი რამ - "საბურთალომ" "შერიფს" მოუგო, "ტობოლმა" დღეს ნახევრად პროფესიონალური გუნდი ვერ დაამარცხა. სახელებს მხოლოდ თამაშამდე აქვს მნიშვნელობა, მოედანზე 50:50-ზეა. კარგი ფიზმომზადებითა და სწორი თამაშით წარმატების მიღწევა ყოველთვის შეიძლება.

ქართულ გუნდთან თამაშს, ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული მონდომებით შევხვდი. არა, ასე არ ყოფილა. ჩემს სამუშაოს ვასრულებდი და ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლა იქნებოდა, მე ეს უნდა გამეკეთებინა.

რომ არ მოგატყუოთ, ერთადერთი, როცა გავიგე, რომ "ტორპედოს" შევხვდებოდით, ვიცოდი, ძალიან მძიმე მატჩები იქნებოდა. განსაკუთრებით, გასვლაზე და ამიტომ, ფრთხილად ვითამაშეთ. მიუხედავად იმისა, რომ იწერებოდა ფეხბურთელების წასვლის შესახებ და ახალმოსულებს გამოცდილება დიდი არ ჰქონდათ, ვიცოდი, მათი ნიჭიერებიდან გამომდინარე, ადვილი არაფერი იქნებოდა. ქუთაისში რომ ყოფილიყო მატჩი, სამმაგად უფრო რთული იქნებოდა.

აი, სულ ვნერვიულობდი, რადგან ვიცი მე ჩვენი თვისებები, ძალიან ნიჭიერები ვართ, საფეხბურთო ქვეყანა ვართ. ის, რაც "ტორპედოს" დაემართა, ტრაგედიაა, ასეთი რამ არ უნდა მოხდეს".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ბატონო კახა (ცხადაძე) დიდ პატივს გცემდით, მაგრამ არ მომეწონა თქვენი სიცილი და ხელის ქნევა ტორპედოს კარში გოლის გატანის შემდეგ, თქვენ მოუგეთ ტორპედოს მეორე გუნდს და არა იმ ტორპედოს რომელიც საქართველოს ჩემპიონი გახდა და შარშან ევროპალიგის პლეიოპიდან გამოვარდა, იმედია თქვენი ოდარბასი ვერ შეძლებს შემდეგ ეტაპზე გასვლას, რაც ძალიან გამეხადრება. პირად ცხოვრებააში წარმატებებს გისურვებთ.
გიო
19 ივლისი 2019 18:52
1
zaan gamagizianebeli iko cxadazis damcinavi sicili, raiko ram gadagria, memgoni pirvelad moigo evrosarbielze tamachi, chegxvedroda zveli torpedo ar gekneboda sasacilod sakme, mara ras izam roca martla tavs zevit zala araa, arauchavs dges chen icineb, tu darchi mag ordabaschi, kidev chegaxvedrebs bedi kartul gundtan, da mere vnaxot rogor xasiatze caxval akedan, erti suli mak chexetis gundi rodis gadagaxevs burts tavze, cagebas gisurveb. chen es daimsaxure cheni sakcielit.
KUTAISELI
19 ივლისი 2019 16:20
0
ნებისმიერი ქართველის ნებუსმიერი წარმატება გამიზარდევა,მაგრამ გუშინდელი სიცილის მერე შენ არ გუსურვებ წარმატებას კახი,იმედია გამოვარდები მეორე ეტაპიდან!!!!არაფერი პირასული სა ბოღმა არ მახრჩობს,უბრალოდ ასე არ უბდა ეცინა!!!No respect!!!!!
დავით
19 ივლისი 2019 13:27
1
შენი ჯიბისთვის იქნებოდა კატარსტროფა, კი ნამდვილად
zaza
19 ივლისი 2019 13:06
0
Dა წაგებული ქართველების კატასტროფაში დანახვა ჩირადაც არ გიღირს?კარგი რა ?
Kaxas
19 ივლისი 2019 12:38
0
ეს კაცი გაბოროტებულია რაც ნაკრებიდან გაუშვეს იმის მერე. ეგ კი არა ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციას ეხვეწებიდა ნაკრების მწვრთნელად დამნიშნეთ ვიცი საქართველოს როგორ მოვუგოო.
ჰიუგო
19 ივლისი 2019 12:07
0
წადი რა როგორ ხბოსავით კყნტრუშებდი, ბავშმაც კი იცის მშო
ბლიური ქვეყნის გუნდის წინააღმდეგ გოლი არ უნდა აღნიშნო.
Rrrr
19 ივლისი 2019 10:18
0
მინდა ცხადაძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელად
...
19 ივლისი 2019 09:13
13
ძალიან დიდი პატივისცემა შენს მიმართ!
.
19 ივლისი 2019 08:23
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული