მაგალითი "საბურთალოს" - ხორვატიული "ჰაიდუკი" მალტურმა გუნდმა გამოაგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალომ" "შერიფის" ბარიერი დაძლია, შემდეგ წრეში ზაგრების "დინამოს" შეხვდება და ზოგიერთს უკვე დაეუფლა პესიმისტური განწყობა - აქაოდა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქვეყნის წარმომადგენელთან უშანსოდ ვართო.

ჯერ ერთი, ერთია ნაკრები და მეორე კლუბი და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველა მეტ-ნაკლებად მაღალი დონის ხორვატი ფეხბურთელი საზღვარგარეთ თამაშობს. თანაც, რასისტული გამოხდომების გამო ზაგრების "დინამო" დასჯილია და საქართველოს ჩემპიონს ცარიელ სტადიონზე უმასპინძლებს.

და კიდევ: გუშინ ხორვატიის ცნობილი გუნდი "ჰაიდუკი" ევროპა ლიგიდან მალტის "გზირა იუნაიტედმა" გამოაგდო. თანაც, როგორ გამოაგდო!

გასვლაზე პირველი შეხვედრა
სპლიტელებს 2:0 ჰქონდათ მოგებული, სახლში საპასუხო მატჩშიც დაწინაურდნენ და ამის მერე სასწაული მოხდა, მალტელებმა 3 უპასუხო გოლი გაუტანეს (ბოლო 90+7-ე წუთზე), 3:1 გაიმარჯვეს და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

"საბურთალოსა" და ზაგრების "დინამოს" პირველი მატჩი 23 ივლისს თბილისში ჩატარდება, განმეორებითი კი - 30 ივლისს ზაგრებში.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს შავკანიანი ესეთი მაგარი გოლები რო გაიტანა მალტიდან რომელიმე ქართულ გუნდში დავიჯერო არ წამოვა?
0
ჰაჰას, ან კითხვა არ იცი,ან წაკითხულს ვერ აღიქვამ ადექვატურად-- ალბანეთის გუნდი კი არა,მალტის გუნდი ეწერა იქ,სადაც ეს წაიკითხე.
status quo
16:24 19-07-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული