ჩისკო: "გაბალასთან" შანსები 50/50-ზეა

AutoSharing Option
19 ივლისს, "ენგორდანთან" სტუმრად მოგებული (1:0) მატჩის შემდეგ თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ჩისკო მუნიოსმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"რთული მატჩი გამოდგა. შეხვედრის მანძილზე საგრძნობ უპირატესობას ვფლობდით, თუმცა გაგვიჭირდა გოლის გატანა. მასპინძლები საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ განსაკუთრებული მონდომებით თამაშობდნენ.

საბოლოოდ მოვიგეთ მეორე შეხვედრაც და ასევე მახარებს, რომ ეს ყველაფერი გოლგაუშვებლად მოხდა. ჩვენი მომდევნო მეტოქე საკმაოდ ძლიერი "გაბალაა". შანსებს რაც შეეხება, 50/50 შევაფასებდი. ხვალიდან უკვე ვიწყებთ მზადებას "გაბალასთან" სათამაშოდ", - განაცხადა ჩისკომ.

თბილისის "დინამომ" ანდორული მეტოქე ორი მატჩის ჯამში 7:0 დაამარცხა და "გაბალას"
პირველ შეხვედრაში სტუმრად 25 ივლისს დაუპირისპირდება.

alt"დინამომ" "ენგორდანს" ისევ სძლია და შემდეგი ეტაპის საგზური ნოტარიულად გაიფორმა [VIDEO]

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩემის აზრით თბილისის "დინამო" გავა შრმდეგ ეტაპზე ორი მატჩის ჯამში.
გიოშა
19 ივლისი 2019 16:45
0
წარმატება დინამოს! მოინდომეთ და ყველაფერი გამოგივათ. აბა თქვენ იცით თუ როგორ გაახარებთ თქვენს ერთგულ ქომაგებს! ბოლოს და ბოლოს ქართველი გულშემატკივრები ღირსნი არიან, რომ ნანატრი წარმატებებით იამაყონ.
ნონა
19 ივლისი 2019 15:40
1
ნონა ღმერთმა გისმინოს.
ლევანი
19 ივლისი 2019 16:09
1
გაბლას და ზაგრების დინამოს შედრება უადგილოა!აზერებში გაბალა დღეს ყველაზე ცუდ დღეშია, ფაქტიურად ყველა ლიდერმა დატოვა გუნდი ამ სეზონში. დახლოებით ტორპრდოს მსგავსი დაემართა! მიმაჩნია რომ დინამომ ეს ბარიერი უპირობოდ უნდა გადალახოს!ორივე მატჩი უნდა მოიგოს!
kaxa
19 ივლისი 2019 12:53
2
გაბალა 30%-დინამო70%
შაკო
19 ივლისი 2019 11:15
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული