sports.kz: ჯუჯებთან მუხლდაჩოქილნი - ნიკა კვეკვესკირი ამბობს, რომ მთელი ყაზახეთის წინაშე შეირცხვინეს თავი

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის "ჟენესის" მიერ "ტობოლის" გამოგდებას ყაზახეთში დიდი და უარყოფითი აჟიოტაჟი მოჰყვა. ორივე შეხვედრაში ქართველმა ლეგიონერებმა - ნიკა კვეკვესკირმა და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, ამ უკანასკნელმა კი საბედისწერო პენალტი სრულიად არასაჭირო სიტუაციაში აიკიდა. ჩემპიონატის ლიდერის მარცხს ყაზახურმა "სპორტსმა" ჯუჯებთან მუხლდაჩოქვა უწოდა და ისევ მწვავედ გააკრიტიკა გუნდის მწვრთნელი ვლადიმერ გაზაევი. აღნიშნულმა გამოცემამ ნამატჩევს ინტერვიუ "კვეკვესკირს ჩამოართვა.

- ასეთ თამაშზე ლაპარაკი ძნელია. თითქოს, ინიციატივას ვფლობდით, ყველაფერს ვაკონტროლებდით, ვუტევდით, მომენტები გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. ასე ხდება ხოლმე. დაცვის შეცდომის გამო
გოლი გავუშვით. ძნელია საუბარი. ყველას ესმის, რომ... მართალი გითხრათ, მთელი ყაზახეთის წინაშე თავი შევირცხვინეთ. არ შეიძლება ჩემპიონტის ლიდერი პირველივე რაუნდიდან ლუქსემბურგის გუნდმა გამოაგდოს.

- მომავალში რის გაკეთებას აპირებთ?
- ჯერ შოკიდან უნდა გამოვიდეთ. ძნელია ამის აღქმა, რადგან გვესმის, შესაძლოა, ყველა ჩვენი წარმატება, რომლებიც აქამდე გვქონდა, 90 წუთში... ამ თამაშმა ჩვენი გულშემატკივრების და მთელი ყაზახეთის წინაშე ყველაფერს ხაზი გადაუსვა. ჯერ სიტუაციიდან უნდა გამოვიდეთ, შემდეგ კი გამოჩნდება.

- მაკსიმ ფედინი მხოლოდ მატჩის დასასრულს რატომ შევიდა შეცვლაზე?
- ეს კითხვა მწვრთნელს უნდა დაუსვათ. ალბათ, რომელიმე ფეხბურთელი კონკრეტული მატჩისთვის უფრო მზადაა და მას აყენებენ შემადგენლობაში. ეს ჩემი გასარჩევი არაა.

- შეიძლება ითქვას თუ არა, რომ მოწინააღმდეგემ "ტობოლს" რაიმე მოულოდნელობა შესთავაზა?
- არა. ისევე როგორც სახლში, ასევე გასვლაზეც ყველაფერს ვაკონტროლებდით. საქმე იმაშია, რომ მომენტების გამოყენებაა საჭირო, ვინაიდან ყოველთვის შეიძლება დაისაჯო. დღეს ლუქსემბურგული გუნდი ზეიმობს, ჩვენთვის კი ეს მძიმე დღეა. გულშემატკივრებთან ბოდიშის მოხდაც კი რთულია, რამეთუ ეს საქმეს ვერ უშველის.

- თვლით, რომ დაცვამ დაგაღალატათ?
- ეს დაცვის ბრალი არ არის. გუნდი ერთად იგებს და ერთად აგებს. გაშვებული გოლი მთელი გუნდის ბრალია. მართალი გითხრათ, მეტი გოლის გატანაა აუცილებელი. "ტობოლს" ეს შეუძლია. ეს მეტოქის დამსახურება არაა, უფრო ჩვენი ბრალია, რადგან ყველაფერი ჩვენს ხელთ იყო.



მკითხველის კომენტარები / 6 /
ტოტალიზატორი ბაბაია,ტოტალიზატორი
პირველი მერცხალი
20 ივლისი 2019 13:48
1
რა დრო დადგა რა, ყაზახები რო ხმას ამოიღებენ და სხვაზე ჯუჯებს იტყვიან ფეხბურთში....
gg
20 ივლისი 2019 11:11
0
დააწყებიეთ ჯაბას ფედერაციაში მუშაობა, რაღა დროს მაგის ფეხბურთია, რას აწვალებთ ამ კაცს? კვეკვე კიდევ რაც აზერში იყო, იმის აჩრდილია და დაგინებული ხომ არ გაქვთ? მაინცდამაინც სტადიონიდან უნდა გაასვენოთ?
ვასო
20 ივლისი 2019 09:11
1
კანკავას რომ სისწრაფე დაკარგული აქვს და ნაკრებში თამაშს არ იმსახურებს ფაქტია.მაგრამ ვაისი საერთოდ აზრზე არ არის რა ხდება ქართულ ფეხბურთში არა ყავს ნანახი პერსპექტიული ბიჭები და ძველებს ათამაშებს.
ასეა ეს
20 ივლისი 2019 02:44
6
ამის გამო არც ნაკრებს იმსახურებთ ორივე!
kaxa
19 ივლისი 2019 18:58
31
შენ რა ჩასაფრებული იყავი ..?! თუ ყაზახეთის ფეხბურთზე ნერვიულობ ეგრე...ხომ ნომერი დაგვიტოვე რომ მაგათ მაგივრად შენ გათამაშონ ....
Auee
19 ივლისი 2019 20:02
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული