თბილისის "დინამოს" მეტოქემ ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მეტოქემ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი ტრანსფერი განახორციელა.

"გაბალამ", რომელშიც ორი ქართველი ფეხბურთელი დავით ვოლკოვი და მერაბ გიგაური თამაშობს, 31 წლის ხორვატი მცველი ივიცა ჟუნიჩე დაიმატა და მასთან ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ხორვატის ბოლო კლუბი ყაზახური "ატირაუ" იყო, სადაც ნახევარი სეზონის განმავლობაში 18 მატჩი ითამაშა და ორი გოლი გაიტანა.

აქამდე "გაბალამ" ფერნან ფერეირა ლოპესი, მერაბ გიგაური, კამალ მირზოევი, სადიკ გულიევი, კრისტიან კუაკუ და კლესიო ბაუკუ დაიმატა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რომან ფიფია, მოგიკითხავ ახლობლებს...გაბალაც რომ ფავორიტია დინამოსთან ეს ძირითადად შენი დამსახურებაა.
emigranti
21 ივლისი 2019 01:32
0
შენგელია მიდის და 1 ფეხბურთელი გვჭირდება აუცილებლად შემტევი ნახევარმცველი ან ფლანგზე აუცილებლად!!!
ka
20 ივლისი 2019 21:20
0
დინამომ კი ერთი ძლიერი ფეხბურთელი ვერ დაიმატა ქართველი საფეხბურთო ჩინოვნიკები მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ფიქრობენ და არა ფეხბურთზე
ნუნუ
20 ივლისი 2019 15:08
18
ქართველ საფეხბურთო ჩინოვნიკებში თუ ფიფიას გულისხმობთ მართალი ბრძანდებით, ხოლო თუ ფედერაციას, მაშინ უნდა დაასაბუთოთ რას გულისხმობთ ფაქთების მოყვანით. ფედერაციის ეს შემადგენლობა წინამორბედებზე ბევრად უკეთესად მუშაობს და ეს ჩემპიონატის დონის ამაღლებიდანაც ჩანს...ან შეადარეთ რამდენი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს უკვე ევროპის საშუალო დონის გუნდებში და მათზე მოთხოვნილებაც ბევრად გაზრდილია. ვინც არ დაიზარებს და იშრომებს მალე გრანდებშიც გამოჩნდებიან. აგერ ნახავთ თუ არა.
emigranti
21 ივლისი 2019 01:29
1
გაბალას ბარიერი უნდა გადავლახოთ უსათუოდ. წარმატებეი ბიჭებს.
roma
20 ივლისი 2019 14:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული