#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

"ტობოლში" საგანგაშო ვითარებაა - ქართველებს შეიძლება კონტრაქტები გაუწყვიტონ

AutoSharing Option
prosports.kz-ის ცნობით, ევროპა ლიგაზე ლუქსემბურგის "ჟენესთან" დამარცხების შემდეგ "ტობოლს", რომლის ღირსებასაც ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა იცავენ, დაფინანსება შეუმცირეს, ოლქის ხელმძღვანელობა "კაირატთან" ჩემპიონატის მორიგ მატჩში შემადგენლობის დაყენებაში ჩაერია, რაც არ მოითმინა გუნდის მწვრთნელმა ვლადიმერ გაზაევმა და ის და მისი თანაშემწე ნიკოლაი ლატიში გადადგნენ.

გამოცემის მტკიცებით, გადაწყვეტილია ლეგიონერებთან და მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებთან კონტრაქტების გაწყვეტა.

შექმნილმა ვითარებამ "ტობოლის" "კაირატთან" საშინაო მატჩზე იმოქმედა და 3:5 წააგეს. უნდა ითქვას, სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ და კიდევ ამდენივე გოლის გატანა შეეძლოთ - უამრავი მომენტი ჰქონდათ და ბურთი ძელს
ორჯერ გაარტყეს.

ორივე ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იყო და კვეკვესკირი 82-ე წუთზე შეცვალეს.

"ტობოლი" 19 ტურის შემდეგ 39 ქულით ლიდერია და 27 ივლისს "კაისარს" უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ