გიორგი ჭიაბრიშვილი ზაგრების "დინამოზე": საინტერესოა, რა შეუძლია ჩემს გუნდს ასეთ მატჩებში

AutoSharing Option
ფოტო: Facebook.com/Fcsaburtalotb

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების "დინამოსთან" მატჩის წინ თბილისის "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

"კარგია, რომ ზაგრების "დინამოს" რამდენიმე წამყვანი მოთამაშე არ ეყოლება, სასიხარულოა, რომ ოლმო თბილისურ მატჩში არ იქნება, თუმცა ამ გუნდს ძირითადად ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ჰყავს.

"საბურთალოს" სტილი არ შეუცვლია. ამიტომ შემტევ ფეხბურთზე უარს არ ვიტყვით. ვნახოთ, რამდენად მოგვცემს მეტოქე ამის საშუალებას.

ვნახე "შერიფთან" შეხვედრა კიდევ ერთხელ. საქმე უიღბლობაში იყო და არა მეტოქის დაუფასებლობაში. ჩვენ რომ სხვა განწყობით ვყოფილიყავით, 0:3-დან ვერ
შემოვატრიალებდით. კონკრეტულად გუნდმა ცუდად ითამაშა, მაგრამ არა ცალკეულმა ფეხბურთელებმა.

"საბურთალოს" ზაგრების "დინამოს" დონის კლუბთან აქამდე არასდროს უთამაშია. საინტერესოა, რა შეუძლია ჩემს გუნდს ასეთ მატჩებში", - განაცხადა გიორგი ჭიაბრიშვილმა.
თბილისის "საბურთალოსა" და ზაგრების "დინამოს" დაპირისპირება 23 ივლისს, 21:30 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

altმთავარი ვარსკვლავის გარეშე - ზაგრების "დინამო" თბილისში დანაკლისით ჩამოვიდა

altძლიერი და მდიდარი - რას წარმოადგენს "საბურთალოს" მეტოქე ზაგრების "დინამო"


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 12 /
ხო ნახე ბატონო გიორგი რა შეუძლია შენს გუნდს? ზაგრების დინამო ფოთის კოლხეთი არა და არც ბოლნისი
kirile
23 ივლისი 2019 23:52
0
kvelaze metad saburtalos vbalechikob, da amis mizezic makcs, gamarjvebas gisurvebt bichebo, mteli sulit da gulit, tkven es daimsaxuret, kacurad ikcevit chempionatchi, ar xart chasaprebuli sxva gundis ubedurebit tkveni bednierebis chekmna ar gindat, amitom gapasebt, sakcielit pasdeba adamiani da asevea gundic, chansebi cotaa mara brzolaa sachiro da xalxi stadionze, rit ver gaavset mag stadioni milionnaxevari kaci cxovrobs tbilischi da kartul gunds chansi ak carmatebas miagcios kvelaze prestijul turnirze, es tamachi aranaklebia nakrebis tamachze, da ik tu ivseba stadioni am tamachze rato ar unda gaivsos, saburtalos mxardachera chirdeba, me kvela sakmes gverdit vdeb da am tamachze mivdivar tbilichi.ertad unda gavimarjvot. kvela unda mivides stadionze , dges mnichvnelovani tamachia.
KUTAISELI
23 ივლისი 2019 12:00
0
გაიხარე ქუთაისელო კაი კაცი ხარ, ისე ეტყობა სკოლაში ფრანგულს სწავლობდი :)
შაკო
23 ივლისი 2019 12:38
0
ყველა ევროპული გუნდი ზემოდან იმიტომ გვიყურებს რომ კარგად იციან ჩვენი ფიზიკური მომზადების დონე, ჩვენები ერთ ტაიმზე მეტს ვერ ქაჩავენ, თორემ არც ტეხნიკით და არც გონებით არავის ჩამოუვარდებით, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება ფიზიკურ მომზადებას ჩართეთ თანამედროვე მედიცინა სწორედ წარმართეთ ფიზიკური ვარჯიშები და წარმატებებიც მოვა სხვანაირად არაფერი გამოვა, ეს ცხადაძემაც კარგად იცოდა და მეორე ტაიმში ტორპედოს რაც უქნა კაკრგად იცით.
zmo
23 ივლისი 2019 11:17
0
სწორედ ასეთ თამაშებზე იზრდება გუნდი.შერიტან თბილისური მატჩის მეორე ტაიმმა,ვფიქრობ თავდაჯერება შემატა საბურთალოს.ახლა მათ იციან რომ მუხლბის კანკალით აუხცოლებლად წააგებ,ხოლო თუ შენ თამაშს თამაშობ,შანსი აუცილებლად გექნება.დიდი იმედი მაქვს ამ ბიჭების და იმედია, უკვე ახლავე გაამართლებენ მოლოდინს.წარმატებები ბიჭებო,გამარჯვებას გისურვებთ.
სოსო
22 ივლისი 2019 18:23
1
შესაძლოა ვცდები მაგრამ ხვალ ზაგრები სათანადოდ მაინც არ დაგვაფასებს და დიდ მოულოდნელობაზე მოუწევთ დღის ვოლოს საუბარი
Leoni
22 ივლისი 2019 18:12
2
ესეთი დუხიანი მწვრთნელი როა იმიტო მომწონს მაგრად))) აბა რა, თუ შემტევი გუნდი ხარ, ნებისმიერ გუნდთან უნდა ცადო შეტევა. წარმატებები საბურთალოს, 2-0 ვიგებთ ხვალ :)

პ.ს ნებისმიერი ინტერვიუ ნახეთ ამ კაცის, ყოველთვის ადეკვატური პასუხები აქვს, ეტყობა განათლებული კაცია))
tbiliseli
22 ივლისი 2019 17:51
1
შეიძლება ეს ეტაპი ვერ გადავლახოთ, მაგრამ ერთი მოგება თუნდაც ფრე საჭიროა სარეიტინგო ქულებისთვის. მერე კიდე ევროპალიგაზე გადაერთვება და იქაც ისეთი ორი სავარაუდო გუნდია რომ თავისუფლად შეიძლება ეტაპის გადალახვაც და ქულების მოპოვებაც. წარმატებები საბურთალოს
DAVE
22 ივლისი 2019 17:22
0
ჩემი აზრით შერიფმა პირველ თამაშში არასათანადოთ შეაფასა საბურთალო. არ ელოდნენ საბურთალოსგან ასეთ კარგ თამაშს, მეორე თამაში კი ვნახეთ, როგორც ითამაშა გუნდმა ბეწვზე გადარჩა საბურთალო გავარდნას.
ზაგრების დინამო ასეთ შეცდომას არ დაუშვებს მთავარია, რომ გოლი არ გავუშვათ და გოლი მაინც გავიტანოთ სახლში და სტადიონი უნდა იყოს სავსე.
ძლიერი გუნდია, მაგრამ ამ გუნდის დამარცხება შესაძლებელია თუ ფეხბურთელები ითამაშებენ სწორად და ბოლომდე დაიხარჯებიან შეცდომები მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი ერთი პატარა შეცდომაც კი შეიძლება იყოს დამღუპველი ზაგრებთან.
გიორგი
22 ივლისი 2019 16:35
3
შესაძლებელია ზაგრების მოგება მარა თქვენთვის არა,თქვენ რა გინდათ ევროპაში? ჯერ ფეხი აიდგით და მერე ევროპა
ioska
23 ივლისი 2019 23:50
0
აქ მოვიგებთ ესე მგონია
ka
22 ივლისი 2019 16:27
2
შეიძლება ვცდები, მაგრამ რაღაცით თითქოს ამერს მაგონებს საბურთალო. შემართება, თამაშის სტილი, მონდომება, ახალგაზრდა მწვრთნელი, გუნდის ხელმძღვანელი.. ერთადერთი არა ჰყავს ამერივით გამოცდილი ფეხბურთელები, მაგრამ ეგეც მოვა. თუ ზაგრების დინამოს ბარიერი დავძლიეთ, უკვე წარმატებაა, თუ ვერა და იმედია, ევროპა ლიგაზეც ღირსეულად გამოვალთ. წარმატებები საბურთალოს!
:)))))
22 ივლისი 2019 16:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული