#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

გიორგი ჭიაბრიშვილი ზაგრების "დინამოზე": საინტერესოა, რა შეუძლია ჩემს გუნდს ასეთ მატჩებში

AutoSharing Option
ფოტო: Facebook.com/Fcsaburtalotb

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების "დინამოსთან" მატჩის წინ თბილისის "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

"კარგია, რომ ზაგრების "დინამოს" რამდენიმე წამყვანი მოთამაშე არ ეყოლება, სასიხარულოა, რომ ოლმო თბილისურ მატჩში არ იქნება, თუმცა ამ გუნდს ძირითადად ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ჰყავს.

"საბურთალოს" სტილი არ შეუცვლია. ამიტომ შემტევ ფეხბურთზე უარს არ ვიტყვით. ვნახოთ, რამდენად მოგვცემს მეტოქე ამის საშუალებას.

ვნახე "შერიფთან" შეხვედრა კიდევ ერთხელ. საქმე უიღბლობაში იყო და არა მეტოქის დაუფასებლობაში. ჩვენ რომ სხვა განწყობით ვყოფილიყავით, 0:3-დან ვერ
შემოვატრიალებდით. კონკრეტულად გუნდმა ცუდად ითამაშა, მაგრამ არა ცალკეულმა ფეხბურთელებმა.

"საბურთალოს" ზაგრების "დინამოს" დონის კლუბთან აქამდე არასდროს უთამაშია. საინტერესოა, რა შეუძლია ჩემს გუნდს ასეთ მატჩებში", - განაცხადა გიორგი ჭიაბრიშვილმა.
თბილისის "საბურთალოსა" და ზაგრების "დინამოს" დაპირისპირება 23 ივლისს, 21:30 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

altმთავარი ვარსკვლავის გარეშე - ზაგრების "დინამო" თბილისში დანაკლისით ჩამოვიდა

altძლიერი და მდიდარი - რას წარმოადგენს "საბურთალოს" მეტოქე ზაგრების "დინამო"


Sportall.Ge

ასევე დაგაინტერესებთ