"დინამოსა" და "ჩიხურას" მეტოქეთა ვინაობა ევროპა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

AutoSharing Option
22 ივლისს ნიონში ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, სადაც ქართული კლუბების მეტოქეთა ვინაობა გახდა ცნობილი.

იმ შემთხვევაში, თუ თბილისის "დინამო" აზერბაიჯანული "გაბალას" ბარიერს გადალახავს, მაშინ ის ჰოლანდიურ "ფეიენოორდს" შეხვდება.

ხოლო "ჩიხურა" "აბერდინის" ძლევის შემთხვევაში ხორვატიულ "რიეკას" დაუპირისპირდება.

პირველი მატჩები 8 აგვისტოს, ხოლო საპასუხო 15-ში გაიმართება.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 11 /
გეთანხმები ჯიგარო ორივე ხელით!კუტალიას იმედით არაფერი არ გამოვა,მაგის იმედათ ჩემი მტერი დარჩა.სასწრაფოდ ნორმალური ფორვარდი უნდა დინამოს.
ქუთაისელს
23 ივლისი 2019 15:23
2
dinamos ekneba chansi peinoordtan, tu kutalias magivrad is axali tavdamsxmeli dadgeba, zaan bevr momentebs mazavs kutalia, araa dinamos donis pegburteli, magi torpedochic zamenaze iko ,peinordic araa didi grandi, cheizleboda upro zlieri gundi chexvedroda.
KUTAISELI
23 ივლისი 2019 11:42
0
თუ გინდათ მომკალით და ყველაზე მეტი შანსი მგონია რომ ჩიხურას აქვს.ამ გუნდის მწვრთნელმა იცის როგორ უნდა მოამზადოს გუნდი კონკრეტული შეხვედრისათვის.
გული მიგრძნობს რომ ეს გუნდი გადალახავს აბერდინის ბარიერს,აი ნახავთ თუ არა.
ქობულეთელი
23 ივლისი 2019 01:30
1
სხვათაშორის შარშან ტრენჩინმა 4-0 მოუგო ფეინოორდს პირველი მატჩი მაგის მერე შეცვალეს მწვრთნელი. თო შევხვდით მაგას აუფ რა ამბავი იქნება დინამოზე! თუ პირველი თამაშის შემდეგ რამე შანსი გვექნება ხომ საერთოდ! ჩიხურას მხარი უნდა დავუჭიროთ ასე მგონია რომ პლეიოფში გასვლა თავისუფლად შეუძლია
ვასიკო
22 ივლისი 2019 18:04
1
სავარაუდო გუნდებიდან ქართულ კლუბებს ყველაზე ძლიერი მეტოქეები ერგოთ, ძალიან ძნელი იქნება ამათთან პაექრობა მაგრამ შანსი აუცილებლად გვექნება. დინამოსი მეიმედება ძალიან და ჩიხურა არასდროს არ გვარცხვენს და მაგის იმედი მაქვს, ღმერთი ჩვენსკენ.
roma
22 ივლისი 2019 17:17
1
დინამოს დაერხა,ჩიხურას აქვს შანცი ცოტა,მაგრამ მაინც. საბურთალო მონიმუმ პლეოოფს ითამაშებს და იქ იქნებ გაგვიმართლოს.
გოგა
22 ივლისი 2019 17:16
1
აუუფ მოგეცა ლხენაო ....ნუ ასე თუ ისე სიამოვნება გაწელოს ყველაზე დიდ ხანს საბურთალოს შემორჩენია ...
Auee
22 ივლისი 2019 16:45
2
გაბალა დინამოსთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს თავისუფლად გადალახავს ამ ეტაპს. ფეინორდს ვერ გაცდება
საჩხერეს შანსი ძალიან მცირეა,პრაქტიკულად მიზერული,,,კაი გამოცდილებას მიიღებს
jaba
22 ივლისი 2019 16:40
7
ჯერ მართალია გაბალას ბარიერია დასაძლევი, მაგრამ მე თუ მკითხავ ძალიანაც კარგი რომ ფეინოორდს შეხვდება. :) დააკვირდით ქართულ გუნდებს და თუგინდ ნაკრებს (ეგაა ჩვენი მენტალობა!) რაც უფრო ძლიერი მეტოქე ყავს მით უფრო კარგად თამაშობენ (ნუ 80%-ით ეგრე ხდება ხოლმე..) ხოდა სიმართლე ითქვას მე მირჩევნია ფეინოორდთან მქონდეს "სტატისტიკა გაფუჭებული" ვიდრე ვიღაც "რიჟეკა" და "რაზდარი" თუ რაღაც მსგავს ბალკანურ-პოსტსოციალისტური ქვეყნის წარმომადგენელთან! :) წარმატებები ქართულ გუნდებს ყველგან და ყოველთვის!!
Levan
22 ივლისი 2019 16:27
1
სათაური მომეწონა: "დინამოსა" და "ჩიხურას" მეტოქეთა ვინაობა ევროპა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია.
იქნება ენამ გიყივლათ. ესეც ხომ ხშირად ხდება.
ჰაჰა
22 ივლისი 2019 16:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული