ზაგრების "დინამოს" მწვრთნელი: "საბურთალოსთან" წაგების ვარიანტს არც კი განვიხილავთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალოსთან" მატჩის წინ ზაგრების "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ნენად ბიელიცამ ისაუბრა.

"საბურთალოს" რამდენიმე კარგი ფეხბურთელი ჰყავს, მათ შორის, შეტევაში, დაცვაში. ჩვენს მეტოქეს ჰყავს გამოცდილი მოთამაშეებიც. გამოვარჩევდი 17 (გიორგი დიასამიძე) და 9 (ლაშა შინდაგორიძე) ნომრებს.

"შერიფთან" გამართული მატჩები ვნახე და "საბურთალოს" ბევრი პლუსი აქვს. ტექნიკური და შეკრული გუნდია, თუმცა გავარდნას არც განვიხილავთ. ვეცდებით, ორივე მატჩი მოვიგოთ.

ჩვენ ძალიან შორს არ ვიხედებით. მთავარი ხვალინდელი მატჩია. რა იქნება საპასუხო შეხვედრაში, ამას ხვალინდელი თამაში გადაწყვეტს.

ჩემი გუნდი მზად არის ხვალინდელი
შეხვედრისთვის და იმედია, გავიმარჯვებთ", - განაცხადა ბიელიცამ.

თბილისის "საბურთალოსა" და ზაგრების "დინამოს" დაპირისპირება 23 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:30 საათზე დაიწყება.

მატჩის ბილეთის ფასი 1 ლარია.

altგიორგი ჭიაბრიშვილი ზაგრების "დინამოზე": საინტერესოა, რა შეუძლია ჩემს გუნდს ასეთ მატჩებში

alt"საბურთალოს" მეტოქეთა ვინაობა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

altძლიერი და მდიდარი - რას წარმოადგენს "საბურთალოს" მეტოქე ზაგრების "დინამო"

altმთავარი ვარსკვლავის გარეშე - ზაგრების "დინამო" თბილისში დანაკლისით ჩამოვიდა
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 22 /
რაიოო? წაგების ვარიანტს არც კი განვიხილავთო? ამიტომ ეგრევე უნდა წააკოზირო, მერე იკაკანოს რამდენიც უნდა.
ჰაჰა
23 ივლისი 2019 12:00
1
ბილეტის ფასი 1ლარი?
ნუ მარტო ეს ფაქტი მეტყველებს თუ რა დღეშია ჩვენი ფეხბურთი.
საწყენია მაგრამ მე ვერ დავინახე ვრცერთი კლასიანი და ნიჭიერი მოთამაშე ვერც ამ გუნდში და ვერც დინამოში
lasha
23 ივლისი 2019 11:43
6
რაც მოგივა დავითაო,ყველა შენი უთავებითაო! Aდრე სად იყავით? ..რაკოებო.ენა რომ შველოდეს საქმეს...მოვიგებთ Xვალინდელ თამაშს მხოლოდ გადაჭედილი სტადიონით და 90 ათი წუთი ალალლდ, შეუწყვეტელი ქომაგობით, ჰკა მაგათ ჭექვით! ხმის გლეჯვამდე , ფეთქვით ერთგულად სტადიონისა და ბიჭების ჩაუ.მელად თავდადებითი თამაშით-ბრძოლით,შეჯახებების შემდგომ მინდორზე კოტრიალის გარეშე,"ვაიმე როგორ მტკივას" ჩვენებით.მოვიგებთ მხოლოდ მეთორმეტე მოთამაშით და მხოლოდ უფასოდ გულშემატკივართა სტადიონზე დასწრებით.ეჭვებს გარეშე მოვიგებდით და "ლურჯებს" გავცდებოდით, და ათეულ მილიონ ევროებსაც გამოვიმუშავებდით,წრიულ ტურნირზეც გასვლით და შემდგომაც....წინსვლით ,რომ თამაშობდენ საბურთალოში კვარაცხელია, მიქელთაძე,დავითაშცილი,ყაზაიშვილი, ჩანკვეტაძე,კეკელიძე......, რომ გვიყვარდეს სამშობლო ყველას უკლებლივ და სამშობლოსაც , ხელისუფალთა სახით თავისი მოქალაქეები მცირედად მაინც ანაღვლებდე,ს და სულწასულად არ გავრბოდეთ კაპიკების :მანათების,ტენგეების ,დალარების...გამოსამუშავებლად სხვა ქვეყნებში.საკუთარი ქვეყნის, ხალხის, გუნდების გაძლიერებაზე და ფეხბურთელთა ადამიანურად ყოფაზე ..... ანაზღაურებაზე რომ ვზრუნავდეთ ერთ მუშტად შეკრულნი,მაგრამ მარტო რატომ ვართ ასე უვარგისად ყოფაში? რომ გვრჩება ხელში ყოველთვის, ჩვენივე სიხარბისა და უტვინობისა წყალობით,ეს ხომ ფაქტია და დღემდე ფაქტად რჩება. Mოკლედ , ხორვატიის ნაკრებს, იმ დროისთვის, ჩვენს ნაკრებზე გაცილებით ძლიერებს ხომ მოვუგეთ თავდაუზოგავი თამაშით ბიჭებისა და გადაჭედილი დინამოთი-ერთგულად ქომაგობით და მგონი იმ მოგების ბურთის გამტანსაც კარგადაც ახსოვს ის დღე და დღესაც მოვიგებთ მხოლოდ იმგვარადვე გადაჭედილი სტადიონით და ზაგრებშიც უნდა გავიტანოთ ჩვენი , საერთო გამარჯვებამდე,მათ ცარიელ სტადიონზე,ქართული ფეხბურთი კი დიდი ხანია მისახედია და ფეხბურთს ვინ ჩივის,ქართველთა ყოფაა ქართულ ქვეყანაში საფუძვლიანად გადასახედი, ფესვში შესაცვლელი...ჩვენსავე მიერ....
Kamikadze
23 ივლისი 2019 11:34
0
გენაცვალე სადღეგრძელოში. ეგ ბოლომდე უნდა დაილიოს.
pasuxi
23 ივლისი 2019 11:44
1
შერიფის მწვრთნელი რომ იძახდა გაუმართლა საბურთალოს და გავიდა შემდეგ ეტაპზეო. დაუმტკიცეთ ბიჭებო რომ ცდება და გააგდეთ ზაგრებიც. გაუშვით სახლში ყურებ ჩამოყრილი ითამაშეთ ისე როგორც ფინალი. დაანახეთ შერიფის მწვრთნელს რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. თქვენ დღეს საქართველო ხართ და არა მარტო საბურთალო. გულზე ქართული დროშა გახატიათ. შანსები გვექნება და გამოიყენეთ. ღმერთი ჩვენსკენ ბათუმი თქვენთანაა
roma
23 ივლისი 2019 11:14
0
ყველა ევროპული გუნდი ზემოდან იმიტომ გვიყურებს რომ კარგად იციან ჩვენი ფიზიკური მომზადების დონე, ჩვენები ერთ ტაიმზე მეტს ვერ ქაჩავენ, თორემ არც ტეხნიკით და არც გონებით არავის ჩამოუვარდებით, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება ფიზიკურ მომზადებას ჩართეთ თანამედროვე მედიცინა სწორედ წარმართეთ ფიზიკური ვარჯიშები და წარმატებებიც მოვა სხვანაირად არაფერი გამოვა, ეს ცხადაძემაც კარგად იცოდა და მეორე ტაიმში ტორპედოს რაც უქნა კაკრგად იცით.
zmo
23 ივლისი 2019 11:03
0
თქვენს დედასთან ვიურთიერთობებთო კეკომ შემოგითვალათ
ზვ
23 ივლისი 2019 10:39
2
ბიჭებ გაპარსეთ ამ კაცს პირი და დავარცხნეთ თმა, აბა ჰე, ისე თამაში 20 საათზე, რომ დაწყებულიყო ჩვენ რაიონებიდანაც დიდი სიამოვნებით ჩამოვიდოდით და შევავსებდით სტადიონს, ვინ ჯანდაბა წყვეტს თამაშების დაწყების დროს. შაბათი და კვირა,რომ იყოს კიდო არა უშვს.
დათო
23 ივლისი 2019 10:00
2
არავითარ შემთხვევაში დაცვაში ჩაჯენა...... ვინ ჯანდაბაა ზაგრების დინამო,,,,,, ჩვენი შემტევი სტილით უნდა ვეთამაშოთ........ აქაც და იქაც.......
elgvisa
23 ივლისი 2019 02:28
1
რუბინმა თუ მოუგო ბარსას ბარსელონაში ჩვენ რატო არ შეგვიძლია?! რა თქმა უნდა მაშინდელი რუბინი ბევრად ძლიერი გუნდი ვიდრე საბურთალო, მაგრამ არც ზაგრებუა ბარსა!
Vakhtang Lobzhanidze
23 ივლისი 2019 02:06
3
100 პროცენტიანი ხარ ძმაო....გენაცვალე........
elgvisa
23 ივლისი 2019 09:47
2
ფიზიკურად ჩვენზე უკეთ იქნებიან მომზადებულები. ტექნიკის და ბურთის ფლობის ხარჯზე უნდა ვაჯობოთ!
ვაჩე
23 ივლისი 2019 01:58
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული