ზაგრების "დინამოს" მწვრთნელი: "საბურთალოსთან" წაგების ვარიანტს არც კი განვიხილავთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალოსთან" მატჩის წინ ზაგრების "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ნენად ბიელიცამ ისაუბრა.

"საბურთალოს" რამდენიმე კარგი ფეხბურთელი ჰყავს, მათ შორის, შეტევაში, დაცვაში. ჩვენს მეტოქეს ჰყავს გამოცდილი მოთამაშეებიც. გამოვარჩევდი 17 (გიორგი დიასამიძე) და 9 (ლაშა შინდაგორიძე) ნომრებს.

"შერიფთან" გამართული მატჩები ვნახე და "საბურთალოს" ბევრი პლუსი აქვს. ტექნიკური და შეკრული გუნდია, თუმცა გავარდნას არც განვიხილავთ. ვეცდებით, ორივე მატჩი მოვიგოთ.

ჩვენ ძალიან შორს არ ვიხედებით. მთავარი ხვალინდელი მატჩია. რა იქნება საპასუხო შეხვედრაში, ამას ხვალინდელი თამაში გადაწყვეტს.

ჩემი გუნდი მზად არის ხვალინდელი
შეხვედრისთვის და იმედია, გავიმარჯვებთ", - განაცხადა ბიელიცამ.

თბილისის "საბურთალოსა" და ზაგრების "დინამოს" დაპირისპირება 23 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:30 საათზე დაიწყება.

მატჩის ბილეთის ფასი 1 ლარია.

altგიორგი ჭიაბრიშვილი ზაგრების "დინამოზე": საინტერესოა, რა შეუძლია ჩემს გუნდს ასეთ მატჩებში

alt"საბურთალოს" მეტოქეთა ვინაობა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

altძლიერი და მდიდარი - რას წარმოადგენს "საბურთალოს" მეტოქე ზაგრების "დინამო"

altმთავარი ვარსკვლავის გარეშე - ზაგრების "დინამო" თბილისში დანაკლისით ჩამოვიდა
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 22 /
რაიოო? წაგების ვარიანტს არც კი განვიხილავთო? ამიტომ ეგრევე უნდა წააკოზირო, მერე იკაკანოს რამდენიც უნდა.
ჰაჰა
12:00 23-07-2019
1
ბილეტის ფასი 1ლარი?
ნუ მარტო ეს ფაქტი მეტყველებს თუ რა დღეშია ჩვენი ფეხბურთი.
საწყენია მაგრამ მე ვერ დავინახე ვრცერთი კლასიანი და ნიჭიერი მოთამაშე ვერც ამ გუნდში და ვერც დინამოში
lasha
11:43 23-07-2019
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული