#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

ზაგრების "დინამოს" მწვრთნელი: "საბურთალოსთან" წაგების ვარიანტს არც კი განვიხილავთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალოსთან" მატჩის წინ ზაგრების "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ნენად ბიელიცამ ისაუბრა.

"საბურთალოს" რამდენიმე კარგი ფეხბურთელი ჰყავს, მათ შორის, შეტევაში, დაცვაში. ჩვენს მეტოქეს ჰყავს გამოცდილი მოთამაშეებიც. გამოვარჩევდი 17 (გიორგი დიასამიძე) და 9 (ლაშა შინდაგორიძე) ნომრებს.

"შერიფთან" გამართული მატჩები ვნახე და "საბურთალოს" ბევრი პლუსი აქვს. ტექნიკური და შეკრული გუნდია, თუმცა გავარდნას არც განვიხილავთ. ვეცდებით, ორივე მატჩი მოვიგოთ.

ჩვენ ძალიან შორს არ ვიხედებით. მთავარი ხვალინდელი მატჩია. რა იქნება საპასუხო შეხვედრაში, ამას ხვალინდელი თამაში გადაწყვეტს.

ჩემი გუნდი მზად არის ხვალინდელი
შეხვედრისთვის და იმედია, გავიმარჯვებთ", - განაცხადა ბიელიცამ.

თბილისის "საბურთალოსა" და ზაგრების "დინამოს" დაპირისპირება 23 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:30 საათზე დაიწყება.

მატჩის ბილეთის ფასი 1 ლარია.

altგიორგი ჭიაბრიშვილი ზაგრების "დინამოზე": საინტერესოა, რა შეუძლია ჩემს გუნდს ასეთ მატჩებში

alt"საბურთალოს" მეტოქეთა ვინაობა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

altძლიერი და მდიდარი - რას წარმოადგენს "საბურთალოს" მეტოქე ზაგრების "დინამო"

altმთავარი ვარსკვლავის გარეშე - ზაგრების "დინამო" თბილისში დანაკლისით ჩამოვიდა
Sportall.Ge

ასევე დაგაინტერესებთ