ზაგრების "დინამოს" მცველი: იმედია, "საბურთალოსთან" არანაირი პრობლემა არ გვექნება

AutoSharing Option
"საბურთალოსთან" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ ზაგრების "დინამომ" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა, ხორვატიული გუნდის 28 წლის მცველმა მარკო ლეშკოვიჩმა კი კომენტარი გააკეთა:

"შეხვედრისთვის მზად ვართ. მე და დინო პერიჩი უკვე კარგა ხანია დაცვის ცენტრში ერთად ვთამაშობთ. ბოლო ორი მატჩიც ერთად ჩავატარეთ და გოლი არ გაგვიშვია ("რიეკასთან" 1:0 და "ლოკომოტივასთან" 3:0 რედ.).

მეტოქის თამაში კარგად გავაანალიზეთ და იმედია, არანაირი პრობლემა არ გვექნება. გვჯერა, დადებით შედეგს მივაღწევთ".

"საბურთალოსა" და ზაგრების "დინამოს" შეხვედრა 23 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე,
21:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
საბურთალო აუცილებლად მოიგებს
vax-vax
12:37 23-07-2019
1
საბურთალო მოიგებს
vax-vax
12:06 23-07-2019
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული