"საბურთალოსა" და ზაგრების "დინამოს" პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა

AutoSharing Option
23 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურის პირველი მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

ევროტურნირის დებიუტში საქართველოს ჩემპიონმა ორი სიურპრიზი შემოგვთავაზა - დადებითი და უარყოფითი და საინტერესო გახლდათ, რით გაგვაკვირვებდა ამჯერად. რაც შეეხება მეტოქეს, წინასამატჩო განცხადებებში დელიკატური თავდაჯერებულობა შეინიშნებოდა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და შეუტიეს, თუმცა, უხიფათოდ. სტუმრები კი ორგანიზებულად იცავდნენ თავს, ზონები გადაკეტილი ჰქონდათ და მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. აშკარა იყო, გასვლაზე თამაშის ასეთი მიმდინარეობა აწყობდათ.

სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, 39-ე წუთზე კი სწრაფი კონტრიერიშისას გავრანოვიჩი მეკარესთან პირისპირ
გაიჭრა და ბოლო მომენტში ტერამ ვარდნაში მოახერხა დარტყმული ბურთის მოგერიება.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - დინამო (ზ) 0:0

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, გონსალვესი, დიასამიძე, ტერა, ალთუნაშვილი, როლოვიჩი, კოხრეიძე

დინამო: ლივაკოვიჩი, ადემი, პინტო, ლეშკოვიჩი, პერიჩი, ჰაიროვიჩი, გავრანოვიჩი, გოიაკი, ლეოვაცი, კაძიორი, ორსიჩი

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
თბილისში საბურთალო წააგებს მინიმალურად და გასვლაზე 2-3 ბურთით..უშანსოდ
გელა ნუგზარაშვილი
22:25 23-07-2019
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული