ოქრიაშვილის გოლი და ლორიას საოცარი სეივი - "ანორთოსისი" სეზონისთვის ემზადება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველების "ანორთოსისი" სეზონისწინა მზადების პროცესში ჰოლანდიურ "გოუ ეჰედ იგლსს" შეხვდა.

"ანორთოსისი" ქართველმა მეკარემ, გიორგი ლორიამ საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან საოცარი ნახტომით გადაარჩინა. იმ შეხვედრაში ლორიამ რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია,  თუმცა ეს მაინც გამორჩეული იყო.

24 ივლისს "ანორთოსისმა" კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. კვიპროსული გუნდის მეტოქე საუდის არაბეთის გუნდი "ალ ტაავუნი" იყო. აღნიშნულ შეხვედრაში "ანორთოსისის" მხრიდან ერთადერთი გოლი ნიკა კაჭარავას პასით თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართა. ქართველი ფეხბურთელები მწყობრში არიან და ყველა შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. მოგეხსენებათ, ფამაგუსტის
"ანორთოსისის" ღირსებას გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი და ნიკა კაჭარავა იცავენ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მემგონი ანორთოსისს მე-5 ქართველიც შეემატება, ვიკიპედიაში გიორგი ჭანტურიას გუნდად სწორედ ანორთოსისია მითითებული. მართალია ნეტა ეს ამბავი?
ლაშა
25 ივლისი 2019 17:04
1
განსაკუთრებით ოქრიაშვილის გოლის ვიდეო მომეწონა :) ოდესმე ისწავლით სტატიების დადებას?
superman
25 ივლისი 2019 14:31
0
ძალიან სასიხარულოა, რომ ქეცბაიამ დაუშვილს სერიოზული ფეხბურთის თამაშის კიდევ ერთი შანსი მიცა.
ლევან
25 ივლისი 2019 13:48
0
პროსტა დააკვირდით ქართულ ფეხბურთის მიმართულებას, ანართოსისი, რუბინი, გენტი, ყველაში ქართული ბანდები იქმნება და ღმერთით ერთმანეთს გაუადვილებენ თამაშს და დააინტერესებენ ევროპელ სკაუტებს რომ ჩამოვიდნენ საქართველოში, ნაკრებსაც გამოადგებიან შეთამაშებული იქნებიან და აღარ დავიწყებთ იმაზე წუწუნს შეთამაშება გვაკლიაო. წარმატებები ამ ბიჭებს.
roma
25 ივლისი 2019 13:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული