#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

თბილისის "დინამომ" პირველი ტაიმი "გაბალას" 1:0 მოუგო

AutoSharing Option
25 ივლისს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის პირველი ტაიმი თბილისის "დინამომ" სტუმრად "გაბალას" 1:0 მოუგო.

შეხვედრამ გაბალაში დიდი ინტერესი არ გამოიწვია, 5-ათასიანი სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო. მოედანი შესანიშნავ მდგომარეობაში იყო, ძალიანაც არ ცხელოდა და კარგ ფორმაში მყოფმა სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს. მასპინძლები მათ ტემპში ვერ აჰყვნენ, იუხეშეს და დებიუტშივე მსაჯმა მათი ორი ფეხბურთელი გააფრთხილა.

თუმცა, სახიფათო მომენტები "გაბალამ" შექმნა - ბოკემ ჯერ მიზანს ოდნავ ააცილა ბურთი, შემდეგ კი მეკარემ არ დაანება გატანა.

"დინამოს" პირველი ნაღდი მომენტი 28-ე წუთზე ჰქონდა,
როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთზე კუტალიამ ყველას დაასწრო, მაგრამ მისი თავური გოლკიპერმა მოიგერია. თუმცა ლევანმა შესვენებამდე მაინც გაიტანა თავით გოლი და თავისი გუნდი დააწინაურა. მასვე კიდევ ერთხელ შეეძლო ნაზიროვის კარის დალაშქვრა, მაგრამ შორიდან მის მიერ დარტყმული ბურთი ოდნავ არაზუსტი იყო.

გაბალა. "საჰარი"
გაბალა - დინამო (თბ)
გოლი: კუტალია (41)

გაბალა: ნაზიროვი, სეიდიევი, ზუნიჩი, რამალდანოვი, ალიევი, ბოკე, ისკანდაროვი, ფერეიროა ლოპესი, ნაბიევი, გიგაური, ვოლკოვი.

დინამო: პერალესი, მონხილი, კობოური, ქიმაძე, იაშვილი, პაპავა, ნინუა, ქავთარაძე, შენგელია, კუხიანიძე, კუტალია

Sportall.Ge