თბილისის "დინამომ" "გაბალას" სძლია და "ფეიენოორდთან" შეხვედრისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 ივლისს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამომ" გასვლაზე "გაბალა" 2:0 დაამარცხა.

შეხვედრამ გაბალაში დიდი ინტერესი არ გამოიწვია, 5-ათასიანი სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო. მოედანი შესანიშნავ მდგომარეობაში იყო, ძალიანაც არ ცხელოდა და კარგ ფორმაში მყოფმა სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს.

მასპინძლები მათ ტემპში ვერ აჰყვნენ, იუხეშეს და დებიუტშივე მსაჯმა მათი ორი ფეხბურთელი გააფრთხილა. თუმცა სახიფათო მომენტები "გაბალამ" შექმნა - ბოკემ ჯერ მიზანს ოდნავ ააცილა ბურთი, შემდეგ კი მეკარემ არ დაანება გატანა.

"დინამოს" პირველი ნაღდი მომენტი 28-ე წუთზე ჰქონდა, როდესაც მარჯვენა
ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთზე კუტალიამ ყველას დაასწრო, მაგრამ მისი თავური გოლკიპერმა მოიგერია. თუმცა ლევანმა შესვენებამდე მაინც გაიტანა თავით გოლი და თავისი გუნდი დააწინაურა. მასვე კიდევ ერთხელ შეეძლო ნაზიროვის კარის დალაშქვრა, მაგრამ შორიდან მის მიერ დარტყმული ბურთი ოდნავ არაზუსტი იყო.

მოკლედ, "დინამო" ვიზავის კლასით აშკარად სჯობნიდა და თამაშის სურათი მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა. უნდა აღინიშნოს, ჩვენი გუნდის დაცვა შეცდომებს უშვებდა და კონტრშეტევაზე ვოლკოვს მიეცა შანსი - მისი დარტყმული ბურთი პერალესმა მოიგერია. შემდეგ ნინუას "გაბალას" კიპერმა არ გაატანინა გოლი, მერე კუტალიამ ბურთი ძელს გაარტყა, 87-ე წუთზე კი დაფემ ულამაზესი დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი.

ამ გუნდების საპასუხო მატჩი 1-ელ აგვისტოს თბილისში გაიმართება, წყვილში გამარჯვებული კი "ფეიენოორდს" შეხვდება.

გაბალა. "საჰარი"
გაბალა - დინამო (თბ) 0:2
გოლები: 0:1 კუტალია (41), 0:2 დაფე (87)

გაბალა: ნაზიროვი, სეიდიევი, ზუნიჩი, რამალდანოვი, ალიევი (მამადოვი 85), ბოკე, ისკანდაროვი (კუაკუ 77), ფერეიროა ლოპესი, ნაბიევი, გიგაური, ვოლკოვი (მურადოვი 61)

დინამო: პერალესი, მონხილი, კობოური, ქიმაძე, იაშვილი, პაპავა, ნინუა, ქავთარაძე (დაფე 74), შენგელია (კარიკარი 86), კუხიანიძე (ქარდავა 65), კუტალია

მკითხველის კომენტარები / 19 /
გაუმარჯოს დინამოს ,
Kote
14:10 26-07-2019
0
ფეინოორდთან ეროვნული უნდა გავავსოთ
Buxrika
12:14 26-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული