"გენტის" დირექტორი: ჩაკვეტაძის თაობაზე ძალიან კარგი შემოთავაზებები გვქონდა

AutoSharing Option
"გენტის" სპორტულმა დირექტორმა მიშელ ლუვაჟიმ Het Laatste Nieuws-თან ტრანსფერებზე საუბრისას გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.

"გიორგი ჩაკვეტაძე და ჯონათან დეივიდი L'équipe-მა მსოფლიოს 20 წლამდე ტოპ 50 ტალანტს შორის დაასახელა. მათ თაობაზე სერიოზული შემოთავაზებები გვქონდა, თუმცა ყველაზე მაშინვე უარი განვაცხადეთ", - აღნიშნა ლუვაჟიმ.

გიორგი ჩაკვეტაძე 29 აგვისტოს გახდება 20 წლის. ის "გენტმა" თბილისის "დინამოდან" 1.5 მილიონ ევროდ შეიძინა. გიორგის სატრანსფერო ფასი ამ ეტაპზე 9 მილიონი ევრო გახლავთ. ჩაკვეტაძე ოპერაციის შემდეგ აღდგენით პროცესს გადის და მოედანს შემოდგომაზე დაუბრუნდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ გაბღენძილის ხელშია ჩვენი ოქროს ბიჭი?
soso
22:25 25-07-2019
0
მიეცი გასაქანი, რომ განვითარდეს შე დაპრანჭულო...
კარგით რა
17:19 25-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული