ყველაფერი შოტლანდიაში გადაწყდება - "ჩიხურა" "აბერდინთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 ივლისს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ჩიხურა" "აბერდინს" ანგარიშით 1:1 დაუზავდა.

ობიექტურად "აბერდინი" "ჩიხურაზე" უფრო ძლიერი გუნდია. ეს აღნიშნა კიდეც საჩხერელთა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ, თუმცა ისიც თქვა, რომ ძლიერი ყოველთვის როდი იმარჯვებს, მოწინააღმდეგეს სუსტი წერტილები აქვს და მათ გამოყენებას შეეცდებოდა. მან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო - თამაში არ გაუხსნა მეტოქეს და მაყურებელმა თვალსასეირო მატჩი ვერ იხილა.

თითქოს პირველი ტაიმი 0:0 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ლექვთაძემ პენალტი მოინადირა (საჯარიმოში ოჯომ წააქცია) და კორიფაძემ ანგარიში გახსნა.

მეორე
ტაიმის დასწაყისში შოტლანდიელებმა შემოგვიტიეს და მარჯვენა ფლანგიდან ჰედგესის ჩაწოდებული ბურთი კარის წინ მამასახლისმა ჩაჭრა, ხოლო კონტრიერიშზე სარდალიშვილის დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა.

თანდათან "აბერდინი" უპირატესობას დაეუფლა, შტურმი წამოიწყო. 68-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი ხელზე მაისაშვილს მოხვდა და კოსგროუიმ თერთმეტმეტრიანით საპასუხო გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ თამაში დაწყნარდა, "ჩიხურა" გამარჯვების გოლის გატანას შეეცადა. ამასთან ახლოსაც იყო - 83-ე წუთზე ერგემლიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მახვილი კუთხიდან ბურთის თავზე გადაგდება სცადა, მაგრამ ბოლო მომენტში ლუისმა მისი მოგერიება მოახერხა.

ამ გუნდების საპასუხო მატჩი 1-ელ აგვისტოს შოტლანდიაში გაიმართება, წყვილში გამარჯვებული კი "რიეკას" შეხვდება.

თბილისი. "დინამო არენა"
ჩიხურა - აბერდინი 1:1
გოლები: 0:1 კორიფაძე (41, პენ), 1:1 კოსგროუვი (68, პენ)

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი (ჩიხლაძე 74), კორიფაძე, კაშია, მაისაშვილი, მამასახლისი, ლექვთაძე (ფანცულაია 76), ერგემლიძე, დეკანოიძე, ჩიკვაიძე, სარდალიშვილი

აბერდინი: ლუისი, ლოგანი, კონსაიდინი, მაქქენა, მაქგინი, ჰეიჯსი, ტეილორი (ბრაისონი 18), კოსგროუი, ფერგიუსონი, გალაჰერი (უილსონი 82), ოიო


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩიხურა დასჯერდა თუ აბერდინი?
ბაჩი
13:44 26-07-2019
0
მთელი საჩხერე-ჭიათურა თბილისშია (ელიავა-აგლაძეზე) და რატომ არ მივიდნენ თამაშზე?
კახა
12:57 26-07-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული