#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

"გაბალას" მწვრთნელი: შემდეგ შეხვედრაში გამარჯვებას ვეცდებით

AutoSharing Option
"გაბალას" მწვრთნელმა ზაურ ჰაშიმოვმა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოსთან" (0:2) წაგების შემდეგ მატჩის შესახებ ისაუბრა.

"კარგ, დინამიკურ გუნდს ვეთამაშეთ. ამის შესახებ ინფორმაცია ისედაც გვქონდა, მათი მატჩები გავაანალიზეთ და ვიცოდით, როგორ ითამაშებდნენ.

თამაში გრძელ პასებზე ავაგეთ. გვქონდა რამდენიმე მომენტი. გვსურდა, მეტოქის მცველების უკან გადაკიდებული ბურთი მოგვეგო - ეს იყო ჩვენი გეგმა.

დავით ვოლკოვმა დაზიანება მიიღო, თუმცა არ გამოვცვალე, რადგან ის ქართველია და ქართველების წინააღმდეგ თამაშობდა. მეტოქეს ახლა უკეთ ვიცნობთ და შემდეგ შეხვედრაში გამარჯვებას ვეცდებით.

საქართველოს ჩემპიონატი კარგად მიმდინარეობს, ამიტომ
ისინი კარგ ფორმაში არიან. მეტოქისგან გიორგი ნინუას, ლევან შენგელიას და ნოდარ ქავთარაძეს გამოვარჩევდი".

საპასუხო მატჩი პირველ აგვისტოს "დინამო არენაზე" გაიმართება.

ბაჩო შურღაია გაბალიდან

altთბილისის "დინამომ" "გაბალას" სძლია და "ფეიენოორდთან" შეხვედრისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

altფელის ვისენტე: თბილისში არანაკლებ რთული შეხვედრა გვექნება


Sportall.Ge