დერეკ მაკინესი: "ჩიხურა" სოფლის კი არა, ძალიან კარგი გუნდია

AutoSharing Option
"აბერდინის" მთავარმა მწვრთნელმა დერეკ მაკინესმა საჩხერის "ჩიხურასთან" (1:1) ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"არ იყო საუკეთესო თამაში, არც საუკეთესო შედეგი. თუმცა, გარემოებებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედეგი მაინც დადებითია.

კარგად დავიწყეთ, სწრაფად ვუტევდით, მაგრამ მცველის დაკარგვამ რაღაცები შეცვალა.

ვთვლი, რომ ჩვენს კარში პენალტი არ უნდა დაენიშნათ, შეხება არ ყოფილა. ჩვენ სასარგებლოდ დანიშნული პენალტი კი სრულად სამართლიანი გახლდათ, რადგან იქ ხელით თამაში იყო.

დაპირისპირების მხოლოდ ერთი ნაწილი დასრულდა და შეიძლება უპირატესობა მივიღეთ, თუმცა ყველაფერი აბერდინში გადაწყდება.

მე არ მსმენია, რომ ვინმეს "ჩიხურასთვის" სოფლის გუნდი ეწოდებინოს. თუ ასე თქვა ვინმემ, ეს არასწორია და ასე არ ვთვლით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სოფლის კი არა, ძალიან კარგი გუნდია. შევისწავლეთ გუნდი, ასეთი განწყობა გვქონდა თამაშის წინ და ახლაც იმავეს ვფიქრობთ. "აბერდინი" "ჩიხურას" პატივს სცემს".


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 18 /
ამ ეტაპის შეხვედრებმა აჩვენა, რომ ჩვენი გუნდები დიდად არ ჩამოუვარდებიან ოპონენტებს. რაშიც ჩამორჩებიან, არის დაბალი ფიზ მომზადება და დინამიური დატვირთვების გაზრდის ხარჯზე ეს პრობლემა აღმოიფხვრება და მეორე - უბურთოდ მოძრაობის დეფიციტი შეტევაში. ძირითადად მოძრაობს ვისაც ბურთი აქვს, დანარჩენები - დგანან. ფეხბურთის მოედანი 4-5 ათასი კვადრატული მეტრია და მეტოქის 11 ფეხბურთელი რა პრინციპითაც არ უნდა განლაგდეს მოედანზე, ხვრელები და თავისუფალი ადგილები ყოველთვის დარჩება. სწორედ ამ თავისუფალ პოზიციებს უნდა მოძებნა, გადაადგილება, მანევრი რომ დროული პასის პირობებში სახიფათო მომენტი შექმნა. ამ ორ მომენტს რომ გამოვასწორებთ, მერე გრანდებთანაც შეიძლება ჭიდილი.
თენგაბი
26 ივლისი 2019 07:53
1
თბილისლები კი არა სტადიონს მიხედეთ მანდ რომ წყალში გადაყრილი არი იყოს მაგ გუნდის არსებობა.
ddgfdf
26 ივლისი 2019 04:43
0
წავილითხე დედანში ამ სკოთის ყველა გამონათქვამი აბერდინის მას მედიებში მას არსად არ უხსენებია სოფლის გუნდობა ჩიხურასი. Eრთმა სპორტულმა რეფორტერმა დაწერა რომ ჩიხურას სტადიონი ვერ აკმაყოფილებს ევრო ტურნირების დონეს და თბილისშიც მცირე რაოდენობით ქომაგები ეყოლებაო გუნდს.სოფლის მაგვარად მცირედ დასახლებულ საჩხერიდანო რომელიც ორ სათზე მეტ სავალზეო დედაქალაქიდან.რა თქვეს ტყვილი.?თბილსელები როგორც ამოუდგენ მხარში ჩიხურას თეთრით და შავით,აბანოში უკაცრავად, სტადიონზე გამოჩნდა.
Sityvit patriotebs
26 ივლისი 2019 01:06
0
არც ერთი წამით არ დამიჯერებია,რომ ასეთ რამეს იტყოდა,მაგრამ ბიჭების გასაბრაზებლად მშვენიერი საბაბი იყო.55 წუთი ჩიხურასი იყო თამაში,მაგრამ უკვე ყველამ გაიგო,რომ ქართველები ერთი საათის შემდეგ იღლებიან და ჩერდებიან.55 წუთის შემდეგ ჩიხურას ნახევარდაცვა გაჩერდა და იმ ათ წუთში გოლიც გავუშვით.ყველა ჩვენი გუნდი თამაშის ბოლოს კვდება.გუჯა კახაძე იხვეწება,მოდით ჩემთან და გასწავლით ენერგიის დაზოგვით ,სწორ და სწრაფ სირბილსო/ერთმა მაინც რომ სცადოს,განა რამდენი უნდა მოგთხოვოთ ხალხო.აბერდინს ჯერ ჩემპიონატი არ დაუწყია,შორს არის ფორმისაგან და მაინც დაგვღალა,შოტლანდიაში კიდევ უფრო გაგვიჭირდება.არადა ხომ ვნახეთ,სანამ ძალა გვქონდა,თამაში ჩვენ მიგვყავდა.ტექნიკაში და სიმკვირცხლეში,აშკარა უპირატესობა გვქონდა,თანაც თუ ფიზიკურად გავუძლებთ,ტემპიც უფრო მაღალი შეგვეძლება დავიჭიროთ და მაშინ მსგავსი ტიპის გუნდები,ჩვენთვის ადვილი ლუკმა გახდება.ასეა თუ ისე,ჩიხურას ამბავი რომ ვიცი,იქაც ბოლომდე იბრძოლებენ. თუ გაგვიმართლა და გოლი გავუტანეთ,მერე კონტრშეტევაზე კიდევ უფრო მეტი შანსი გაგვიჩნდება.სოსო ფრუიძეც რაიმეს მოიფიქრებს.ჯანის და სიმაღლის გარდა,ვერაფრით ვერ გვჯობნიან.მაგის წამალი კი დრიბლინგები,სწრაფი ,მოკლე პასით და კედლის გათამაშებით დაცვის დაშლა,დასწრებაზე თამაშია.თუ მათ საჯარიმოში აქტიურად ვითამაშებთ,მაღალ და მოუქნელ მცველებს,აუცილებლად ავკიდებთ პენალტებს და ჯარიმებს.მხოლოდ სიმულაცია არ გვინდა,არტისტიზმი არ ჰკმარათ და ნაღდსაც აღარ დაგვიჯერებს მსაჯი
სოსო
26 ივლისი 2019 09:28
1
მთელი საჩხერე თბილისშია,ელიავაზე და წასულიყვნენ მერე,მარა მერე მაიაკში ვინ გალესავდა
Gio
26 ივლისი 2019 07:18
5
ყველა გამოხმაურება
რა არ გსმენია, შენ არ თქვი? ჩაგაყოფინეს თუ არა ჩიხურას წყალში ცხვირი? დიდი ალბათობით მოგვიგებთ, მაგრამ ხომ კარგი ცივი შხაპი იყო?
გიორგი
26 ივლისი 2019 00:08
2
თქვენი არ ვიცი და ამ თამაშიდან გამომდინარე მე შთაბეჭდილება შემექმნა ჩიხურას, უფრო სწორედ სამსონას ამ აბერდინის აყირავება შეუძლია.დ
Mmm
25 ივლისი 2019 23:53
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული