#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

ნიკა ძალამიძე "ბალტიკადან" "რუსთავში" გადავიდა

AutoSharing Option
თავდამსხმელი ნიკა ძალამიძე "ბალტიკადან" "რუსთავში" გადავიდა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავული კლუბი ავრცელებს:

"ნიკა ძალამიძე "რუსთავის" ფეხბურთელია.

საფეხბურთო კლუბ "რუსთავს" 27 წლის შემტევი ნახევარმცველი, ნიკა ძალამიძე შეუერთდა.

ძალამიძე 6 სეზონის განმავლობაში პოლონეთის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა: " ვიძევი", " იაგელონია" და " გურნიკი", აგრეთვე უთამაშია თურქეთის უმაღლესი ლიგის "რიზესპორში" და რუმინულ "იუვენტუსში". 2018 წლის პირველი ნახევარი გაატარა თბილისის "დინამოში", ბოლო კლუბი კი, რუსეთის პირველი ლიგის "ბალტიკა" იყო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ძალამიძემ 7 მატჩი ჩაატარა".