ვაკო ყაზაიშვილმა მორიგი ლამაზი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სან ხოსე ერსქვეიქსის" შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა მორიგი გოლი გაიტანა ამერიკის მთავარ საფეხბურთო ლიგაში. კალიფორნიული კლუბმა დღეს, 28 ივლისს საკუთარ სტადიონზე უმასპინძლა  "კოლორადო რაპიდსს" და სტუმრების 3:1 დაამარცხა.

პირველი გოლი სტუმრებმა საკუთარ კარში გაიტანეს, ხოლო მეორე ბურთი კი ყაზაიშვილის ლამაზ მოქმედებებს მოჰყვა. ეს გოლი ვაკოსთვის მე-7 იყო MLS-ის გათამაშებაში. ქართველმა შემტევმა მოედანზე 79 წუთი გაატარა, ხოლო მეორე ქართველი, გურამ კაშია განაცხადში არ ყოფილა.

სეზონის ჩაგდებული სტარტის შემდეგ ვაკო ყაზაიშვილი შესანიშნავად თამაშობს. რეგულარულად გააქვს გოლები, ხვდება MLS-ის კვირის სიმბოლურში და ერთხელ კვირის
საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
როგორ მწყდება გული რა მაგარი ბიჭია და როგორ ვერ ააწყო კარიერა ევროპაში.
Giga
28 ივლისი 2019 07:56
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული