დავით ხოჭოლავას "შახტარმა" სუპერთასზე გამარჯვება ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
28 ივლისს, უკრაინის სუპერთასზე "შახტარი" კიევის "დინამოსთან" 1:2 დამარცხდა.

მატჩი დონეცკელთა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით მიმდინარეობდა, ზედ შესვენების წინ დაწინაურდნენ კიდეც და გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ შეხვედრის დასასრულს ორი გოლი გაუშვეს და დამარცხდნენ.

"შახტარში" შეუცვლელად ითამაშა მცველმა დავით ხოჭოლავამ და ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო "დინამოში" ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი 73-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

ოდესა. "ჩერნომორეცი". 27 400 მაყურებელი
დინამო - შახტარი 2:1
გოლები: 0:1 ალან პატრიკი (45+3), 1:1 ბურდა (80), 2:1 გარმაში (83)

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული