"საბურთალოს" პრეზიდენტი: ევროპულ გრანდს ჩვენთან ერთად საფეხბურთო სკოლის გახსნა სურს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სატელევიზიო გადაცემაში "სპორტი იმედზე" კლუბთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.

"არნახული მხარდაჭერის გამო თითოეულ გულშემატკივარს ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. ასევე, მადლობას გადავუხდი ჟურნალისტებს, რომლებმაც წაგებული გუნდის მწვრთნელი პროსკონფერენციის დარბაზიდან ტაშით გააცილეს.

რამდენიმე წლის წინ ვერც კი ვიოცნებებდით, რომ წაგებულ გუნდს ტაშს დაუკრავდნენ.

პირდაპირ მინდა აღვნიშნო, ასეთმა მხარდაჭერამ გუნდის მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, დამფუძნებლებს, სპონსორებს დამატებითი მოტივაცია მოგვცა, რომ განვაგრძოთ კლუბის აღმშენებლობის პროცესი.

რაც შეეხება ტრანსფერებს, გვსურს, აგვისტოს თვე გამოვიყენოთ გაძლიერებისათვის, თუმცა ეს მწვრთნელზეა დამოკიდებული, რადგან მას უნდა
მოსწონდეს ფეხბურთელი და მოლაპარაკებებს მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენს მოთამაშეებზე არის მოთხოვნა უცხოური კლუბებიდან და ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება ვინმემ დაგვტოვოს.

დავამატებ იმას, რომ  "საბურთალოს" მიმართ გაიზარდა ინტერესი. მაგალითად, ზაგრების "დინამომ" ჩვენთან თანამშრომლობის დიდი სურვილი გამოთქვა. ასევე დავაანონსებ, რომ სექტემბერში გამოცხადდება ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის გრანდი, რომელსაც  ჩვენთან ერთად საფეხბურთო სკოლისა და აკადემიის გახსნის სურვილი აქვს.

ჩვენი მთავარი ყურადღება მიმართულია იქითკენ, რომ მეტი ინვესტიცია აკადემიაში, ფეხბურთელებში, მათ აღზრდასა და კომპეტენტური მწვრთნელების ჩამოყვანაში ჩავდოთ. ასევე, გვსურს შევარჩიოთ სტადიონის ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ნაკლებ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული", - აღნიშნა ხეჩიკაშვილმა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 11 /
რათ გვინდა უცხოელი მწვრთნელები, გრანდი ჩვენ თვითონ გვყავს აქ დინამო, მაგრამ ვეღარ ზრდის ვარსკვლავებს.
ddgfdf
29 ივლისი 2019 18:13
8
ფლანგებზე ვინ ითამაშებს ზაგრებთან? შეიძლება მალი ან ლაკვეხელიანი აწიოს ნახევარდაცვაში? სხვა არავინ ყავთ. გაბედავას თუ შეუძლია შემტევად თამაში, იცის ვინმემ? იმედია არც ზაგრები გამოვა საბრძოლო შემადგენლობით და იქნებ ფრეს მაინც გამოვკრათ ხელი, დასაკარგი არაფერი გვაქვს მაინც. ამ შინდაგორიძეს რა სიმძიმის ტრამვა აქვს? და კიდევ, არ მეგონა ამ საუკუნეში სავიზო პრობლემების გამო, ფეხბურთელი თუ ვერ ითამაშებდა ლიგის საკვალიფიკაციოს, რა უბედურებაა :))
ვაგნერი
29 ივლისი 2019 15:37
0
უცხოეთში ბავშთა ფეხბურთს უმეტეს წილად ხელმოკლე ოჯახის ბავშვები თამაშობენ საქართველოში ფეხბურთი მდიდრების ხვედრია. გახადეთ ბავშთა ფეხბურთი ხელმისაწდომი ყველასთვის საქართველოში.
jorj
29 ივლისი 2019 15:07
1
ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ახლო მომავალში ქართული ფეხბურთის მომავალს და არა იმიტომ რო ნოჭი არ გვაქვს,არა...სანამ ქართულ ფეხბურთში არ მოისპობა კორუფცია,შინაურ-ნაცნონ-ზემოდან დარეკვა,სანამ არ იქნება ბავშვებში მომუშავე პროფესიონალი მწვრთნელები და არა უბრალოდ ფულის მკეთებელი მწვრთნელები,სანამ არ დაისჯებიან სამაგალითოდ ისინი ვინ და რაც გაუკეთეს ტორპედოს და ყველაზე მთავარი: სანამ ღარიბი ოჯახის ბავDვებისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება ფეხბურთში ვარჯიში.გავიგოთ რომ მგელი მშიერი ნადირობს! რატო გვაქ ჭიდაობაში წარმატებები? იმიტომ რო გაჭირვებული ოჯახიდან ბავშვებს ჭიდაობაზე ვარჯიDი ასე თუ ისე შეუძლიათ.მე მაიც მჯერა რო ადრე თუ გვიან ჩვენი გამარჯვებების დროც მოვა.
Jordan Beli
29 ივლისი 2019 13:52
1
ზოგადად ნოჭიერი ხალხი ვართ :))
grisha
29 ივლისი 2019 17:56
1
იუვენტუსია ის გრანდი რომელიც გახსნის თავის აკადემიას. ეს იუვენტუსის სკოლებს მთელ მსოფლიოში არის, იგივე მოსკოვში, ფასიანია, რუსმი ფეხბურთელი ჯერ არ მოხვედრილა არც იუვეში და არც დიდ ფეხბურთში ამ აკადეემიდან. პიარს ნუ აყვებით, ჩვეულებრივი კომერციული პროექტია
Ramini
29 ივლისი 2019 13:07
1
ჩვენში ხომ საქმის მკეთებელს ვერ იტანენ, ასე, რომ ნუ შედრკებით, საბურთალოს მესვეურებო, წინ, ევროპისაკენ...
mamuka09ze
29 ივლისი 2019 13:03
2
ხეჩიკაშვილის გაკეთებული საქმის.. რა მინისტრიც იყო ის ხელმძღვანელი იქნება მანდაც. დროზე მოაშორეთ სანამ შარს არ გადაგკიდათ
gio
29 ივლისი 2019 11:40
26
და ვინ გითხრა რომ მფლობელია?
zena
29 ივლისი 2019 17:59
2
რას ამბობ? მოაცილეთო? მე მეგონა მესაკუთრე ეგ იყო. მოაცილეთ ნიშნავს რომ დანიშნულია და უნდა გაუშვან.
ჰაჰა
29 ივლისი 2019 12:48
3
ნუ იტყუებით და ნუ აბოლებთ ხალხს. ფულს თუ გადაუხდი ყველა გუნდის ასოცირებული აკადემია შეიძლება გაიხსნას. წამგებიანი იქნება თქვენთვისაც და ქვეყნისთვისაც... ვალდებულებების გამო..
zura
29 ივლისი 2019 11:36
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული